ფეხბურთი

13:21 | 2.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბენზემა: "მბაპე "რეალში" ითამაშებს, ეს მხოლოდ დროის საკითხია"

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა კარიმ ბენზემამ L’Equipe-სთან ინტერვიუში თქვა, რომ კილიან მბაპე „სამეფო კლუბში“ აუცილებლად გადავა. ფრანგი ფეხბურთელი ამაში დარწმუნებულია და მხოლოდ დროის საკითხად მიაჩნია.

„მაბეპმ ეს თვითონ თქვა: ერთ დღეს ის მადრიდის „რეალში“ ითამაშებს, არ ვიცი, როდის, მაგრამ ეს მოხდება და მხოლოდ დროის ამბავია.

საფრანგეთის ნაკრებში ტიტულის მოსაგებად დავბრუნდი. კარგი იქნება თუ ეს ერთა ლიგით დაიწყება. „ოთხთა ფინალში ბელგიის, იტალიისა და ესპანეთის წინააღმდეგ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია.

„ოქროს ბურთი“? თუ ვინმე ამბიციურია, ის ყოველთვის უნდა ფიქრობდეს ამაზე, მაგრამ ამით შეპყრობილი არ უნდა იყოს. ზიდანთან შედარება? მე ძალიან დიდ პატივს ვცემ მას და რონალდუს, მხოლოდ სწავლა შემიძლია იმისგან, რაც მათ მადრიდში გააკეთეს. „რეალი“ ისევ მსოფლიოს საუკეთესო კლუბია, მაგრამ საჭიროა ინვესტიცია ახალგაზრდებში ჩავდოთ, რაღა ერთ დღეს ისინი ჩემპიონები გახდნენ და მეც აქ ვარ მათ დასახმარებლად“, - თქვა ბენზემამ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109855