ფეხბურთი

1:06 | 2.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

გუტი: "ბარსელონა" მწვრთნელად თუ მიმიწვევს, რატომაც არა?"

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ხოსე მარია გუტიმ აღიარა, რომ შეთავაზების შემთხვევაში „ბარსელონას“ მწვრთნელობაზე უარს არ იტყვის, მიუხედავად იმისა, რომ კარიერის ძიირთადი ნაწილი მადრიდულ გრანდში აქვს გატარებული.

„რატომაც არა? მინდა მწვრთნელობა, მინდა დავამტკიცო, რომ გარდა იმისა, რომ ფეხბურთელი ვიყავი, მაქვს სხვა აუცილებელი თვისებები მწვრთნელობისთვის“, - უთხრა გუტიმ ესპანურ მედიას.

ხოსე მარია გუტი „რეალის“ აკადემიის აღზრდილია, მეორე და მესამე გუნდში ითამაშა, ხოლო მთავარ გუნდში 1995-2010 წლებში თამაშობდა. კარიერა 2011 წელს „ბეშიქთაშში“ დაასრულა. გუტის სამწვრთნელო კარიერაც „რეალის“ ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო (2013-2018), შემდეგ „ბეშიქთაშში“ ასისტენტის როლში მუშაობდა, ბოლოს კი „ალმერიას“ თავკაცი იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112815