„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სულშერმა „ვილიარეალთან“ (2:1) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც ნორვეგიელმა განაცხადა, ჩემპიონთა ლიგაზე ადვილი თამაში არ არსებობს და გუნდებს შორის განსხვავება დიდი არაა.
„ოლდ ტრაფორდზე“ ეს ხდება და არაერთხელ მომხდარა. ძალიან რთული იყო „ვილიარეალთან“ თამაში და მისი დამარცხება ძნელია. განსაკუთრებით რთული იმიტომ იყო, რომ შინ მხოლოდ გამარჯვება გვინდოდა. თუმცა, როცა რონალდუ გყავს, ყოველთვის არსებობს შანსი, ის გოლების გატანაში ძალიან ძლიერია და გავლენას ახდენს თითოეული მოთამაშის თამაშზე.
ასეთი მატჩების მოგება მნიშვნელოვანია ფეხბურთელებისთვის, მითუმეტეს რომ ასეთ სტილში წავაგეთ „იანგ ბოისთან“, ამ დონეზე ყველა თამაში რთულია. ისეთი შედეგებიც ფიქსირდება, რომელსაც იშვიათად ნახავთ, მაგალითად, როგორც გუშინ. გუნდებს შორის განსხვავება დიდი არაა“, - თქვა სულშერმა.
შეგახსნებთ, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ვილიარეალთან“ მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეხუთე წუთზე კრიშტიანუ რონალდუს გატანილი გოლით მოიგო და ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა.