ფეხბურთი

2:29 | 30.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

კუმანი: "შედეგი არ ასახავს იმას, რაც მოედანზე ხდებოდა"

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთბელმა რონალდ კუმანმა ლისაბონის „ბენფიკასთან“ (0:3) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ნიდერლანდელი სპეციალისტის განცხადებით, „ბარსას“ დიდი პრობლემები აქვს და არ იცის, უჭერს თუ არა კლუბი მას მხარს.

„არ მინდა, პასუხი გავცე ჩემს მომავალზე კითხვას, რადგან ის ჩემს ხელში არაა. ამ თამაშში ბევრი სეგმენტი იყო, როცა ჩვენ სწორად ვიმოქმედეთ. 0:2-ის შემდეგ უფრო მეტი პრობლემა შეგვექმნა. ეფექტურობაში მეტოქეს ჩამოვრჩით, მაგრამ თამაშით არა. დღესდღეობით, როდესაც გუნდში ბევრი რამ იცვლება, საკმარისი ფეხბურთელები არ გვყავს. არ მინდა, ამაზე კიდევ ერთხელ ვისაუბრო.

ძნელია ასეთი შედეგის მიღება. ის არ ასახავს იმას, რაც მოედანზე ხდებოდა. 0:2-მდე კარგად ვითამაშეთ, გვქონდა აშკარა საგოლე მომენტები. მეტოქემ სწრაფად ითამაშა და კონტრშეტევების არ ეშინოდა. ვფიქრობ, პირველი-ორი გოლის დროს თავი უკეთ უნდა დაგვეცვა. ყველამ იცის, დღეს „ბარსას“ რა პრობლემები აქვს, შეუძლებელია მასზე ისე საუბარი, როგორც წინა წლებში, ეს აშკარაა.

შემიძლია შევაფასო ჩემი მუშაობა გუნდთან ერთად, ვგრძნობ მოთამაშეების მხარდაჭერას და ვხედავ მათ დამოკიდებულებას. კლუბის მხრიდან მაქვს თუ არა მხარდაჭერა, არ ვიცი“, - თქვა კუმანმა.

შეგახსენებთ, „ბარსელონას“ ასეთი ცუდი სტარტი ევროთასებზე ისტორიაში ერთადერთხელ, შორეულ 1972 წელს ჰქონდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116211