სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ავტოსპორტი

2:54 | 28.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

როს ბრაუნი: ჰამილტონს კიდევ 20 რბოლის მოგება შეუძლია
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ფორმულა 1-ის მმართველი დირექტორი როს ბრაუნი ამბობს, რომ ლუის ჰამილტონს კარიერის დასრულებამდე, კიდევ 20 გამარჯვების მოპოვება შეუძლია. მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა, ვისაც 37 წელი იანვარში შეუსრულდება, თავის კარიერაში მეასე რბოლა გასულ უქმეებზე, სოჭში მოიგო.

ჰამილტონს „მერსედესთან“ კონტრაქტი კიდევ ორი წლით აკავშირებს და თუ მის სტატისტიკას გავითვალისწინებთ, რომელიც გვამცნობს, რომ საშუალოდ სეზონში თითქმის 10 რბოლას იგებს, ეს სრულიად რეალური პროგნოზია.

„ვინ იცის, ეს ყველაფერი რით დამთავრდება? მე არ ვფიქრობ, რომ მისგან 200 გამარჯვებას უნდა ველოდოთ. მაგრამ იმის ვარაუდი კი შეგვიძლია, რომ კიდევ 20 გამარჯვებას ვნახავთ, რადგან ის კვლავაც მოტივირებული და ძალიან კონკურენტუნარიანია“, - ამბობს ბრაუნი.

როდსაც მიხაელ შუმახერმა თავისი კარიერა 91 გამარჯვებით დაასრულა, ვერავინ იფიქრებდა, რომ ეს მიღწევა გაუმჯობესდებოდა. მათ შორის იყო ბრაუნიც, ვინც ერთ დროს მიხაელთან ერთად, „ფერარიში“ იმყოფებოდა. ჰამილტონმა თავისი 92-ე გამარჯვება გასულ სეზონში, პორტუგალიაში (ოქტომბერი) მოიპოვა.

მოქმედ პილოტთაგან, ჰამილტონთან ყველაზე ახლოს სებასტიან ფეტელია, ვისაც 53 რბოლა აქვს მოგებული. ჰამილტონმაც და ფეტელმაც ამდენი რბოლა იმის ხარჯზე მოიგეს, რომ თანამედროვე ფ1-ში რბოლების რიცხვი უსაშველოდ გაიზარდა. თუ პირველ სეზონში (1950 წელს) მხოლოდ ექვსი რბოლა (პლიუს ინდიანაპოლისის 500 მილი, რომელში ასპარეზობასაც ევროპელები თავს არიდებდნენ) გაიმართა, წელს კალენდარში 22 ეტაპია, მომავალ სეზონში კი 23 რბოლის გამართვა იგეგმება.

სოჭის რბოლა ჰამილტონისთვის კარიერაში 281-ე იყო. შუმახერს 307 რბოლაში აქვს მონაწილეობა მიღებული, ალენ პროსტს 199-ში და აირტონ სენას - 161-ში. მაქს ფერსტაპენს, ვისაც 24 წელი ხუთშაბათს შეუსრულდება, 134 რბოლაში აქვს მონაწილეობა მიღებული და მათგან 17 მოიგო. მათ შორის, პირველი გამარჯვება 18 წლისამ მოიპოვა და ამით, ფ1-ის ისტორიაში, ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული გახდა. თუ ვინმეს აქვს ჰამილტონის რეკორდბის გაუმჯობესების შანსი, პირველ რიგში (და ჯერჯერობით), ეს სწორედ ფერსტაპენია.

მაგრამ ჰამილტონს ეკუთვნის ერთი რეკორდი, რომელსაც ფერსტაპენი უკვე ვეღარ გააუმჯობესებს: ჰამილტონს რბოლა ყველა იმ სეზონში აქვს მოგებული, რომლებშიც იასპარეზა. პირველი გამარჯვება მან მეექვსე რბოლაში (კანადა, 2007 წელი) მოიპოვა „მაკლარენთან ერთად.

2014 წლიდან მოყოლებული, რაც „მერსედესში“ გადავიდა, ჰამილტონი საშუალოდ სეზონში 10 რბოლაზე მეტს იგებს. ამ შედეგს მიმდინარე სეზონში დიდი ალბათობით, ვერ გაიმეორებს. ამჟამად მას ხუთი მოგება აქვს და სეზონის ბოლომდე შვიდი რბოლაღა არის დარჩენილი.

ერთ სეზნში მოგებული რბოლებით, პირველ ადგილს შუმახერი და ფეტელი იყოფენ, რომლებსაც შესაბამისად 2004 და 2013 წლებში, 13 გამარჯვება აქვთ მოპოვებული. ჰამილტონის საუკეთესო შედეგი 11 გამარჯვებაა და ეს 2014, 2018, 2019 და 2020 წლებში შეძლო.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.10721
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X