ფეხბურთი

20:22 | 27.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

პეპ გვარდიოლა: "პსჟ შარშანაც ძალიან ძლიერი გუნდი იყო, ახლა მესიც დაემატათ"

ინგლისური „მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ „პარი სენ ჟერმენთან“ მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. როგორც ესპანელმა განაცხადა, პსჟ შარშან ძალიან ძლიერი გუნდი იყო, ხოლო ახლა ლიონელ მესიც დაიმატეს.

„გასულ სეზონში გამარჯვება არაფერს ნიშნავს, წელს სხვა ამბავია. შარშან პსჟ ფანტასტიკური გუნდი იყო, ახლა კიდევ მესი დაემატათ. ტალანტებით სავსე გუნდია, ჩვენ გუნდურად უნდა ვითამაშოთ, კომპაქტურად და ერთმანეთს დავეხმაროთ“, - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ პსჟ-სა და „მანჩესტერ სიტის“ მატჩი 28 სექტემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

0.117422