ფეხბურთი

19:50 | 7.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ხედირათი “მილანიც” დაინტერესდა

მადრიდის “რეალის” საყრდენი ნახევარმცველის სემი ხედირას გადაბირების სურვილი იტალიურ “მილანს” გაუჩნდა. როგორც იტალიური “ტუტოსპორტი” იუწყება, მილანელები ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეეცდებიან მოთამაშის დამატებას.

შეგახსენებთ “მილანი” მეორე გუნდია, რომელმაც ხედირას დამატების სურვილი გამოთქვა. იტალიელთა გარდა, არსენ ვენგერი უკვე კარგა ხანია სერიოზულად არის დაინტერესებული 27 წლის მოთამაშის შეძენით.

1987 წელს სემი ხედირა შტუტგარტში დაიბადა. “შტუტგარტის” საფეხბურთო სკოლაში აღიზარდა. 2006-2007 წლების სეზონში მშობლიურ კლუბთან ერთად ბუნდესლიგა მოიგო. სემისთვის “რეალი” კარიერაში მეორე კლუბია. 2010 წლის მუნდიალზე წარმატებული თამაშს მოჰყვა ხედირას გერმანიიდან აბარგება.

0.105506