სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

1:10 | 26.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

სერია A: მალდინების დინასტია გრძელდება, "ინტერის" და "ატალანტას" დრამა "სან სიროზე"
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

იტალიის სერია A-ს მეექვსე ტური ისტორიული გამოდგა, რადგან მალდინების დინასტია გაგრძელდა. ჩეზარე მალდინის შვილიშვილმა და პაოლო მალდინის შვილმა პირველად ითამაშა „მილანის“ ძირითად შემადგენლობაში (ჩემპიონატში) და სადებიუტო გოლი გაიტანა! ამგავრად, მალდინების გვარი იტალიაში ისევ აქტუალურია.

„მილანი“ სტუმრად „სპეციას“ შეხვდა და ურთულეს შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა. მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ უფრო მეტი გოლი შავ-წითლებმა გაიტანეს. 48-ე წუთზე თავური დარტყმით დანიელ მალდინიმ ისტორია დაწერა და ანაგრიში გახსნა. „სპეციამ“ მე-80 წუთზე სიმონე ვერდის გოლით გაათანაბრა და სტეფანო პიოლის გუნდი ახლოს იყო ქულების დაკარგვასთან, მაგრამ 86-ე წუთზე ბრაიმ დიასმა გამარჯვების გაიტანა. „მილანს“ 16 ქულა აქვს და ერთპიროვნული ლიდერია. სათქმელია ისიც, რომ ლომბარდიულ გრანდს ასეთი სტარტი 3 ქულის ეპოქაში მხოლოდ 2003-2004 და შარშანდელ სეზონში ჰქონდა. ამრიგად, „მილანი“ შეგვიძლია სკუდეტოსთვის რეალურად მებრძოლი გუნდების რიგებში შევიყვანოთ.

ქულები დაკარგა მოქმედმა ჩემპიონმა „ინტერმა“, რომელმაც შინ „ატალანტას“ ვერ მოუგო. სიმონე ინძაგის გუნდი მეხუთზე წუთზე ლაუტარო მარტინესმა დააწინაურა, მაგრამ ტაიმის ბოლოს რუსლან მალინოვსკიმ და რაფაელ ტოლოიმ ბერგამოელები დააწინაურეს. 71-ე წუთზე ედინ ჯეკომ გაათანაბრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:2.

თუმცა, თავისუფლად შეიძლებოდა, მატჩი ასე არ დასრულებულიყო, რადგან ბოლო წუთებში ბევრი რამ მოხდა. 85-ე წუთზე „ინტერმა“ პენალტის დარტყმის უფლება მიიღო, რომელსაც ივან პერიშიჩი ასრულებდა, მაგრამ სიმონე ინძაგის მოთხოვნით ბურთთან ფედერიკო დიმარკო მივიდა, რომელმაც მწვრთნელი დააღალატა და პენალტი ხარიხას გაარტყა. სამ წუთში „ატალანტამ“ გაიტანა, თუმცა, რობერტო პიკოლის გოლი VAR-მა გააუქმა და ყველაფერი უცვლელი დარჩა, გუნდებმა ქულები გაიყვეს.

დღის ბოლო მატჩიც დრამატული გამოდგა, არადა, აფიშა არ იყო ხმაურიანი - „ჯენოა“ „ვერონას“ მასპინძლობდა. 77-ე წუთამდე ვერონებეი 2:0-ს იგებდნენ და ახლოს იყვნენ მოგებასთან, მაგრამ დარჩენილ დროში გენუელებმა 3 გოლი გაიტანეს. დუბლი შეასრულა მატია დესტრომ, ერთიც დომენიკო კრიშიტომ გაიტანა და „ჯენოა“ დაწინაურდა. სხვათა შორის, მეორე გოლისას დესტროს ხელში წყლის ბოთლი ეჭირა, მაგრამ ხელი არ შეუშლია ამას, რომ ჯერ მცველი მოეტყუებინა, მერე მეკარისთვის ბურთი თავზე გადაეგდო... მიუხედავად ამისა, იგორ ტუდორის გუნდმა ბოლომდე იბრძოლა და მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ნიკოლა კალინიჩის გოლით ქულა მაინც მოიპოვა - 3:3.

„სპეცია“ – „მილანი“ 1:2 (0:0)

გოლები: 0:1 მალდინი (48), 1:1 ვერდე (80), 1:2 დიასი (86)

„ინტერი“ – „ატალანტა“ 2:2 (1:2)

გოლები: 1:0 ლაუტარო (5), 1:1 მალინოვსკი (30), 1:2 ტოლოი (38), 2:2 ჯეკო (71)

„ჯენოა“ – „ვერონა“ 3:3 (0:1)

გოლები: 0:1 სიმეონე (8), 0:2 ბარაკი (49), 1:2 კრიშიტო (77, პენ), 2:2 დესტრო (80), 3:2 დესტრო (85), 3:3 კალინიჩი (90)

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.113248
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X