ფეხბურთი

11:35 | 25.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონამ" თურქი ტალანტი დაიმატა, რომელიც შოთა არველაძემ აღმოაჩინა

„ბარსელონამ“ ნიჭიერი თურქი ნახევარმცველი ემრე დემირი დაიმატა, რომელიც აქამდე „ქაისერისპორში“ თამაშობდა.17 წლის ფეხბურთელი მეორე გუნდისთვის შეიძინეს, თუმცა, რა თქმა უნდა, მომავალში მას დიდ გეგმებს უკავშირებენ.

„ბარსამ“ დემირის შესახებ 10 საინტერესო ფაქტი გამოაქვეყნა და ერთ-ერთში წერია, რომ ის შოთა არველაძემ აღმოაჩინა.

„ის იუთუბის ვიდეოში შოთა არველაძემ აღმოაჩინა, „ქაისერისპორის“ ყოფილმა მწვრთნელმა. ცნობილი ქართველი ფორვარდი „ტრაბზონსპორში“, „აიაქსში“, „რეინჯერსსა“ და „ლევანტეში“ თამაშობდა“, - წერს „ბარსელონას“ ვებგვერდი.

ამ თემას თვითონ არველაძეც გამოეხმაურა, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა: „ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ ემრე შენს ახალ კლუბში“.

ემრე დემირმა თურქეთის ჩემპიონატში გოლი 15 წლისა და 9 თვის ასაკში გაიტანა, რაც რეკორდია. მან „ქაისერისპორის“ მაისურით ჩატარებულ 19 შეხვედრაში თავი ერთხელ გამოიჩინა.

0.155233