ფეხბურთი

10:28 | 24.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

კუმანი: "მოგება გვინდა, მაგრამ რეალისტები უნდა ვიყოთ - შეხედეთ ჩვენს შემადგენლობას"

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა „კადისთან“ უგოლო ფრის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ის გუნდის თამაშით კმაყოფილი იყო და აღნიშნა, რომ ფეხბურთელების მიმართ პრეტენზიები არ აქვს.

„გვქონდა საგოლე მომენტები, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. ვფიქრობ, მთელმა გუნდმა კარგად ითამაშა, ბურთის ფლობა გვქონდა, მაგრამ ბევრი საგოლე მომენტის შექმნა ძნელი იყო. არ შემიძლია პრეტენზია მქონდეს ჩემი ფეხბურთელების დამოკიდებულებაზე. რთული მატჩი იყო, მაგრამ თამაშის მოსაგებად გოლის გატანაა საჭირო.

ჩვენ ყოველთვის უნდა ვეცადოთ გამარჯვება, მაგრამ რეალისტები უნდა ვიყოთ და შევხედოთ შემადგენლობას, რომელიც ახლა გვყავს. გვაკლია 7 ფეხბურთელი, რომლებიც შეიძლება ძირითად შემადგენლობაში იყვნენ. მეორე ტაიმში ფრენკის (დე იონგი) გაძევებით ამოცანა უფრო გაგვიძნელდა. ამ ქვეყანაში ფეხბურთელებს არაფრისთვის აძევებენ. მსაჯის გარდა ყველამ დაინახა, რომ მოედანზე მეორე ბურთი იყო”, - თქვა კუმანმა.

შეგახსენებთ, „ბარსელონას“ ლა ლიგაში 5 თამაშში 9 ქულა აქვს მოპოვებული და მეშვიდე ადგილზეა. „ბლაუგრანას“ ყველა ტურნირზე ბოლო სამი მატჩი არ მოუგია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109535