„ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი სოციალურ ქსელში დაცინვის ობიექტი გახდა. მან საფეხბურთო ტაქტიკის დამკვიდრებული სახელი „ტიკი-ტაკა“ პრესკონფერენციაზე შეცდომით რამდენჯერმე წარმოთქვა.
ნიდერლანდელის განცხადებით, როგორ უნდა ითამაშოს ამ „ბარსელონამ“ „ტიკი-ტაკი“ („ტიკი-ტაკას“ ნაცვლად), ვერ წარმოუდგენია:
„როგორ უნდა ითამაშო ჩვენი გუნდის შემადგენლობის შემხედვარე, „ტიკი-ტაკი“ გამოვიყენოთ? როგორ უნდა ვითამაშოთ „ტიკი-ტაკი“, როდესაც ცენტრში სივრცეები არ არის და ამისთვის შესაბამისი მოთამაშეები არ გვყავს?“, - თქვა კუმანმა.
„ბარსელონას“ გულშემატკივრები სოციალურ ქსელში ხუმრობენ, რომ კუმანმა ახალი ტაქტიკა გამოიგონა, „ტიკი-ტაკი“, რომლითაც გუნდი ბოლო დროს თამაშობს.