ფეხბურთი

1:04 | 21.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

2018 წლის შემდეგ პირველად "ნაპოლი" სერია A-ში ერთპიროვნულად გალიდერდა

იტალიის სერია A-ს მეოთხე ტური დასრულდა და უდანაკარგო ერთადერთი გუნდია - „ნაპოლი“. შედეგად, „აძური“ გათამაშების სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა.

„ნაპოლი“ „უდინეზეს“ ესტუმრა და აუღელვებლად, ძალზე დამაჯერებლად 4:0 სძლია. პირველ ტაიმში ნეაპოლელებმა ვიქტორ ოსიმენმა და ამირ რაჰმანმა გაიტანეს, ხოლო მეორე ტაიმში კალიდუ კულიბალიმ და ირვინგ ლოსანომ ანგარიში კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადეს.

„ნაპოლიმ“ მიმდინარე სეზონში ოთხივე თამაში მოიგო და მართლაც კარგ ფორმაშია. როგორც ჩანს, სპალეტი კარგად მუშაობს და არაა გამორიცხული ნეაპოლიტანელებმა სკუდეტოსთვის უკვე სერიოზულად იბრძოლონ.

აღსანიშნავია, რომ "ნაპოლი" სერია A-ში 2018 წლის შემდეგ პირველად გალიდერდა. ამ ტურამდე ბოლოს მსგავსი ფაქტი 2017-2018 წლების სეზონში, 25-ე ტურში იყო დაფიქსირებული.

„უდინეზე“ – „ნაპოლი“ 0:4 (0:2)

გოლები: 0:1 ოსიმენი (24), 02 რაჰმანი (35), 0:3 კულიბალი (52), 0:4 ლოსანო (84)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111283