სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

18:10 | 20.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო თბილისმა" "შუქურა" გაანადგურა, "სამტრედიამ" იმერული დერბი პრელჩეცის ჰეთ-თრიქით მოიგო
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 25-ე ტური დაიწყო და „დინამო თბილისმა“ სეზონის განახლების შემდეგ პირველი გამარჯვება მოიპოვა.

ზედიზედ ორი მოუგებელი და უგოლო თამაშის შემდეგ კახა ცხადაძის გუნდმა სტუმრად ქობულეთის „შუქურა“ 4:0 გაანადგურა. მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა, როდესაც ზორან მარუშიჩმა და ოსეი ბარნსიმ მასპინძელთა კარი ორჯერ დალაშქრეს. მეორე ნახევარში თბილისელებმა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს - მარუშიჩმა დუბლი შეასრულა, ხოლო საბოლოო ანგარიში ლევან ხარაბაძემ დააფიქსირა.

„დინამო თბილისმა“ ამ გამარჯვებით 48 ქულა დააგროვა და სატურნირ ცხრილში მეორე ადგილზეა, ხოლო „შუქურას“ 21 ქულა აქვს და ბოლოსწინა, მეცხრე საფეხურზეა.

დღესვე, უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა „სამტრედიამ“, რომელმაც იმერულ დერბიში ქუთაისის „ტორპედოს“ 4:1 მოუგო, მიუხედავად იმისა, რომ გოლი პირველმა გაუშვა და მარცხდებოდა. მატჩის გმირი სამტრედიელთა ხორვატი თავდამსხმელი ნიკოლა პრელჩეცი გახდა, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა. გია ცეცაძის გუნდს 16 ქულა დაუგროვდა და ისევ ბოლო ადგილზეა, მაგრამ პლეი-აუტის ზონაში მყოფ „შუქურასთან“ ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირა და გადარჩენის იმედი გაუჩნდა. ქუთაისის "ტორპედო" კი 25 ქულით მეშვიდე ადგილზეა.

„შუქურა“ – „დინამო თბილისი“ 0:4 (0:2)

გოლები: 0:1 მარუშიჩი (27), 0:2 ბარნსი (44), 0:3 მარუშიჩი (64), 0:4 ხარაბაძე (83)

„სამტრედია“ – „ტორპედო“ 4:1 (2:1)

გოლები: 0:1 ბუკასი (15), 1:1 პრელჩეცი (22), 2:1 პრელჩეცი (35), 3:1 კვირკვია (68), 4:1 პრელჩეცი (76)

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.135036
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X