ფეხბურთი

11:00 | 20.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრი: "საბედნიეროდ მსაჯმა თამაში დაასრულა, თორემ შეიძლებოდა წაგვეგო"

"იუვენტუსმა" ახალი სეზონი კატასტროფულად დაიწყო და ოთხი ტურის შემდეგ ბოლოსწინა ადგილზეა. "მილანთან" მატჩის (1:1) მასიმილიანო ალეგრიმ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ შეცვლები არასწორად გააკეთა. ალეგრიმ ისიც თქვა, რომ მსაჯმა თამაში დროულად დაასრულა, თორემ მისი გუნდი დამარცხდებოდა.

„ძალიან გაბრაზებული ვარ იმის გამო, რაც მოხდა. გუნდმა პირველი ტაიმი კარგად ჩაატარა, „მილანს“ მხოლოდ ტონალის ერთი შორეული დარტყმა ჰქონდა. მეორე ტაიმში 1:1-ის შემდეგ მარცხის წაგების რისკის ქვეშ ვიდექით. სანამ ანგარიში გათანაბრდებოდა, თამაშს სრულად ვაკონტროლებდით. დავკარგეთ კონცენტრაცია და სიზუსტე. კუთხურის დროს თავს საკმარისად კარგად არ ვიცავდით. უნდა გავაუმჯობესოთ თამაში, მიუხედავად იმისა, რომ ნაბიჯი მაინც წინ გადავდგით. ეს თამაში არ ცვლის ჩემს წარმოდგენას „იუვეს“ ძალაზე. მოდით ვთქვათ, რომ პასუხისმგებლობა ცვლილებებზე მე მეკისრება, რადგან არასწორი შეცვლები გავაკეთე. იმ მომენტში უფრო თავდაცვითი მოთამაშეები უნდა ჩამერთო თამაშში, ასე გამარჯვებას მოვიპოვებდით.

მნიშვნელოვანი იყო დადებითი შედეგის მიღწევა. ამიტომაც ვთქვი მატჩის წინ, რომ უფრო მნიშვნელოვანი იყო „მილანისთვის“ ეს თამაში, რადგან გამარჯვების შემთხვევაში სკუდეტოს შანსს დაგვაკარგვინებდა. ფრე ჩამორჩენას იგივეს ტოვებს და გვაქვს ფეხზე წამოდგომის შანსი. მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება თუ მატჩების ბოლო 15 წუთს კარგად ვითამაშებთ, ყველას უნდა ესმოდეს, რომ თამაში მოსაგებია და ჩემპიონატს მხოლოდ ასე მოვიგებთ.

დიბალამ ძალიან კარგად ითამაშა, ისევე, როგორც მორატამ, მაგრამ ტრავმის გამო უნდა შემეცვალა. კიდევ კარგი, რომ მსაჯმა თამაში დაასრულა, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლებოდა წაგვეგო. არ არსებობს ტაქტიკური სქემები, პირადი გვერდზე უნდა გადავდოთ და გუნდურად ვითამაშოთ, საჭიროების შემთხვევაში თავდამსხმელმა დაცვაში უნდა ითამაშოს, თუ ამას ვერ გავიგებთ, ძნელი იქნება სკუდეტოს მოგება“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, "იუვენტუსმა" ისტორიაში მეოთხედ ვერ მოიგო ჩემპიონატის სტარტზე ოთხი თამაში და 2 ქულით "კალიარისთან" ერთად გასავარდნ ზონაშია, მხოლოდ "სალერნიტანას" უსწრებს. ტურინელები 22 სექტემბერს, სტუმრად "სპეციას" შეხვდებიან.

0.111453