ფეხბურთი

10:26 | 20.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

პოჩეტინომ მესის შეცვლაზე განმარტება გააკეთა: "ეს მის დასაცავად გავაკეთე"

„პარი სენ ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ „ლიონთან“ (2:1) მატჩში ლიონელ მესის შეცვლაზე განმარტება გააკეთა. არგენტინელი სპეციალისტის განცხადებით, ეს იმიტომ გააკეთა, რომ ფეხბურთელი ტრავმისგან დაეცვა, რადგან წინ მნიშვნელოვანი მატჩები ელოდებათ.

„მესის შეცვლის გადაწყვეტილება მივიღეთ იმის გამო, რომ შესაძლო ტრავმისთვის თავი აგვერიდებინა. წინ მნიშვნელოვანი თამაშები და ჩვენ ის უნდა დავიცვათ. ეს არის გადაწყვეტილებები, რომელსაც გუნდისთვის ვიღებთ. ყველამ იცის, რომ შესანიშნავი ფეხბურთელები გვყავს და გადაწყვეტილებები მივიღოთ. ზოგჯერ შეიძლება ეს მოსაწონი იყოს, ზოგჯერ - ნაკლებად.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო „ბრიუგესთან“ რთული მატჩის შემდეგ. „ლიონი“ ძალიან კარგი გუნდია, მაგრამ მეორე ტაიმში გოლების გატანა შევძელით. გუნდს უნდა გამოეჩინა ხასიათი, ვარჯიშებზე უნდა ვიმუშაოთ, მაგრამ ეს რთულია, რადგან ყოველ სამ დღეში ვთამაშობთ და პრიორიტეტი არის, რომ ფეხბურთელებმა ენერგია აღიდგინონ. თუმცა, ფაქტია, თამაში უნდა გავაუმჯობესოთ“, - თქვა პოჩეტინომ.

შეგახსენებთ, „პარი სენ ჟერმენს“ საფრანგეთის ლიგა 1-ში ექვსი ტურის შემდეგ 18 ქულა აქვს და პირველ ადგილზე დამაჯერებლადაა.

0.112511