ფეხბურთი

16:06 | 19.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "გულშემატკივრების გამო ვწუხვარ და თავს დამნაშავედ ვგრძნობ"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ „საუთჰემპტონთან“ (0:0) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მისმა გუნდმა ცუდად ითამაშა და გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა.

„როდესაც ჩემი გუნდი ცუდად თამაშობს, გულშემატკივრების გამო ვწუხვარ. ისინი ლამაზი თამაშის სანახავად და ფეხბურთისგან სიამოვნების მისაღებად მოდიან. ამიტომაც ვაკეთებ ამ საქმეს. თავს დამნაშავედ ვგრძნობ, საკმარისად კარგად ვერ ვითამაშეთ.

არასდროს მიწუწუნია სტადიონზე მოსული გულშემატკივრების რაოდენობაზე. ეს ცხოვრებაში არასდროს გამიკეთებია. 85-100 ადამიანი რომ მოვიდეს, გამიხარდება, ეს ნორმალურია. ჩვენ მათ გარეშე წელიწადზე მეტი ვითამაშეთ და სრულიად განსხვავებული თამაშები იყო. ფეხბურთი არ არის იგივე მაყურებლების გარეშე“, - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, „მანჩესტერ სიტის“ ინგლისის პრემიერლიგის ხუთ ტურში 10 ქულა აქვს მოპოვებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110761