ფეხბურთი

13:53 | 16.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლამ ახსნა, რატომ დაუყვირა გრილიშსა და მაჰრეზს

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ, ჟურნალისტებს აუხსნა, თუ რატომ დაუყვირა „ლაიპციგთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩისას (6:3) თავის ფეხბურთელებს: ჯეკ გრილიშსა და რიად მაჰრეზს.

„შესვენებაზე ველაპარაკე მათ რა უნდა გაეკეთებინათ, მაგრამ არ შეისმინეს. ასეთი ფაქტები ხდება. მეტოქე სწრაფ კონტრშეტევებს მიმართავდა, ისინი კი დაცვაში ზარმაცობდნენ. ასე სიტუაციის კონტროლი გვიძნელდებოდა.“ - ციტირებს ესპანელი სპეციალისტის სიტყვებს BT Sport.

ცნობისთვის, გრილიშმა და მაჰრეზმა „ლაიპციგს“ თითო გოლი გაუტანეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116997