სხვა

2:11 | 15.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ძიუდოს ალჟირელ მოჭიდავეს 10-წლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF), ალჟირელი მოჭიდავე ფეთი ნურინი და მისი მწვრთნელი, 10-წლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. ამის მიზეზი ისაა, რომ ნურინმა ტოკიოს ოლიმპიადაზე გამოსვლაზე უარი იმ მიზეზით განცხადა, რომ ისრაელის მოჭიდავესთან შეხვედრა უწევდა. ამის გამო ოლიმპიური ტურნირი მიატოვა.

73 კილოგრამის კლასში მოჭიდავე 30 წლის ნურინის პირველი მეტოქე, სუდანელი მოჰამედ აბდალრასული უნდა ყოფილიყო. მასთან გამარჯვების შემთხვევაში, ალჟირელს ისრაელის ტოჰარ ბუტბულთან შეხვედრა უწევდა.

ნურინმა განაცხადა, რომ პალესტინის მხარდაჭერის საბაბით, მას ბუტბულთან შეხვედრა არ სურდა. ალჟირის ოლიმპიურმა კომიტეტმა, ნურინს და მის მწვრთნელ ამარ ბენიხლეფს აკრედტაცია გაუუქმა და ტოკიოდან შინ გამოამგზავრა.

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის განცხადებით, ნურინმა და ბენიხლეფმა „ოლიმპიური თამაშები, პროტესტის გამოხატვის პლატფორმად და პოლიტიკური და რელიგიური პროპაგანდისთვის გამოიყენეს“, რითაც ეთიკის კოდი და ოლიმპიური ქარტია დაირღვა.

ამის გამო, ორივეს 2031 წლის 23 ივლისამდე, ITF-ის ყველა შეჯიბრში გამოსვლა აეკრძალა. იმავდროულად, მათ სასჯელის სპორტის საქმეთა საარბიტრაჟო სასამართლოში გასაჩივრების უფლებაც დაუტოვა.

სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ნურინი ებრაელ მოჭიდავესთან შეხვედრას თავს არიდებს. მსგავსი რამ მან მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატზეც გააკეთა, რომელიც ასევე ტოკიოში ჩატარდა.

0.150292