სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ავტოსპორტი

2:30 | 13.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

რიკარდომ მოიგო, „მაკლარენმა“ დუბლი შეასრულა
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

დანიელ რიკარდოს მოულოდნელი გამრჯვებით დასრულდა იტალიის დიდი პრიზი, რომელზეც „მაკლარენმა“ დუბლი შეასრულა. ჩემპიონატის ლიდერებმა, მაქს ფერსტაპენმა და ლუის ჰამილტონმა რბოლა 25-ე წრეზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ერთად დაასრულეს.

ამგვარად, „მაკლარენმა“ 2012 წლის შემდეგ, რბოლა პირველად მოიგო. უოკინგელთა მანქანით ბოლო გამარჯვება ჯენსონ ბატონის ანგარიშზეა, ვინც ბრაზილიის დიდი პრიზი მოიგო. რიკარდოსთვის კი ეს 2018 წლის შემდეგ პირველი გამარჯვებაა და რა თქმა უნდა, ის საკუთარი სპორტული ფეხსაცმლიდან შამპანურის დალევით აღნიშნა.

„სტარტიდან ფინიშამდე ლიდერობას, ალბათ არცერთი ჩვენგანი არ ელოდა. და არამხოლოდ მოვიგეთ, არამედ პირველი ორი ადგილიც დავიკავეთ. ეს ნამდვილი გიჟობაა“, - განაცხადა რიკარდომ, ვინც ფეხსაცმლიდან შამპანური თანაგუნდელ ლანდო ნორისს და „მაკლარენის“ შეფ ზეკ ბრაუნსაც გაასინჯა (მათაც ეს სიამოვნებით გააკეთეს).

რიკარდომ რბოლა წინა რიგიდან დაიწყო და უკეთესი სტარტის წყალობით, პირველ მოსახვევში პოულის მფლობელ ფერსტაპენს შეასწრო. აქედან მოყოლებული, ავსტრალიელმა ლიდერობა მხოლოდ ერთხელ დაკარგა და ისიც მაშინ, როცა ბორბლები შეცვალა. მანვე ბოლო წრეზე უსწფარესი წრეც დააფიქსირა და ამისთვის ბონუს ქულა დაიმსახურა.

ვალტერი ბოტასმა, ვინც სპრინტ რბოლა მოიგო, მაგრამ ძრავის გამოცვლის გამო, სტარტზე ბოლო რიგში დადგა, მესამე ადგილი დაიკავა. რბოლა მეოთხემ დაასრულა, მაგრამ მესამეზე გასული სერხიო პერესი ხუთი წამით დაჯარიმდა, რამაც ფინელი კვარცხლბეკზე აიყვანა.

რიკარდოს გამარჯვების და „მაკლარენის“ დუბლის გარდა, რბოლის მთავარ მოვლენად, ფერსტაპენის და ჰამილტონის შეჯახება მოჰყვა, რამაც მათთვის რბოლა იქვე დაასრულა. ყველაფერი კი ასე მოხდა:

ფერსტაპენი პიტ სტოპზე ზედმეტად შეაყოვნეს და საერთო ჯამში, მან 11 წამზე მეტი დაკარგა. იდეალური პიტ სტოპი არც ჰამილტონს ჰქონდა, მაგრამ ტრასაზე დაბრუნებული, ჰოლანდიელის ცხვირწინ აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, მაქსმა იქვე შეუტია - გახურებული რეზინის წყალობით, მოსახვევში მას უპირატესობა ჰქონდა. და ამ უპირატესობის გამოყენებამდე, ცოტა დააკლდა. მაგრამ ჰამილტონმა ტრაექტორია ისე შეარჩია, რომ მეტოქეს გასწრების დერეფანი არ ჰქონოდა. ფერსტაპენი ამან ვერ შეაჩერა და მან მაინც შეუტია. მათი მანქანები ბორბლებიტ დაეჯახნენ, რამაც „რედ ბულის“ მარჯვენა ნაწილი ჰაერში ააგდო. და ის „მერსედესის“ თავზე დაეშვა.

თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ჰამილტონი ტრავმებისგან და უფრო უარესისგან, დამცავმა რკალმა და ჰალომ იხსნა. მტავარია, რომ ორივე პილოტი ტრავმას გადაურჩა. მათმა უიღბლობამ კი „მაკლარენს“ გამარჯვებისკენ გზა გაუხსნა. ძნელი სათქმელია, შეძლებდნენ თუ არა უოკინგელები ტრიუმფს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ სპრინტის შემდეგ, ჰამილტონმა აღიარა, ლანდოს გასწრებას ვერაფრით ვახერხებდიო. რბოლის პირველ ნახევარში კი ეს ვერც ჩემპიონატის ლიდერმა შეძლო.

რა თქმა უნდა, ორივე პილოტი თავს იმართლებს. მომხდარი სარბოლო ინციდენტად შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა სტიუარდებმა, ალბათ უფრო ზედმეტი აგრესიის და იმის გამო, რომ სილვერსტოუნზე მომხდარი ინციდენტისთვის, ჰამილტონი დაჯარიმდა, ამჯერად ფერსტაპენი დასაჯეს - ჰოლანდიელი შემდეგ რბოლაში, სტარტზე სამ ადგილს დაკარგავს.

იტალიის დიდი პრიზი

მონცა, დისტანცია 306.720 კმ (5.793 კმ, 53 წრე)

  1. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, მაკლარენი) 1:21'54.365
  2. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1.747
  3. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 4.921
  4. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 7.309
  5. სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 8.723
  6. კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) 10.535
  7. ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) 15.804
  8. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ალპინი) 17.201
  9. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 19.742
  10. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) 20.868
  11. ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 23.743
  12. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ასტონ მარტინი) 24.621
  13. ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 27.216
  14. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, ალფა რომეო) 29.769
  15. მიკ შუმახერი (გერმანია, ჰაასი) 51.088
  16. ნიკიტა მაზეპინი (რუსეთი, ჰაასი) 12 წრე
  17. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 28 წრე
  18. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 28 წრე
  19. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 50 წრე
  20. იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) სტარტი ვერ აიღო

უსწრაფესი წრე: დანიელ რიკარდო - 1:24.812 (53-ე წრე, 245.894 კმ/სთ)

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. მაქს ფერსტაპენი - 226.5 ქულა; 2. ლუის ჰამილტონი - 221.5; 3. ვალტერი ბოტასი - 141; 4. ლანდო ნორისი - 132; 5. სერხიო პერესი - 118; 6. შარლ ლეკლერი - 104; 7. კარლოს საინსი - 97.5; 8. დანიელ რიკარდო - 83; 9. პიერ გასლი - 66; 10. ფერნანდო ალონსო - 50; 11. ესტებან ოკონი - 45; 12. სებასტიან ფეტელი - 35; 13. ლანს სტროლი - 24; 14. იუკი ცუნოდა - 18; 15. ჯორჯ რასელი - 15; 16. ნიკოლას ლატიფი - 7; 17. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) - 2; 18. ანტონიო ჯოვინაცი - 1; 19-21. მიკ შუმახერი, რობერტ კუბიცა და ნიკიტა მაზეპინი - 0

კონსტრუქტორთა ჩემპიონატი

1. მერსედესი - 362.5 ქულა; 2. რედ ბულ-ჰონდა - 344.5; 3. მაკლარენ-მერსედესი - 215; 4. ფერარი - 201.5; 5. ალპინ-რენო - 95; 6. ალფატაური-ჰონდა - 84; 7. ასტონ მარტინ-მერსედესი - 59; 8. უილიამს-მერსედესი - 22; 9. ალფა რომეო-ფერარი - 3; 10. ჰაას-ფერარი - 0

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.130652
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X