ფეხბურთი

14:16 | 12.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: "მბაპეს ტრანსფერი? იმედგაცრუება არ არსებობს, ძლიერი შემადგენლობა მყავს"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ კილიან მბაპეს გარეშეც მის განკარგულებაში ძლიერი შემადგენლობაა და ფრანგის ვერდამატების გამო იმედგაცრუებას არ გრძნობს.

„იმედგაცრუება არ არსებობს. რა თქმა უნდა, კილიანი შესანიშნავი ფეხბურთელია, მას საუკეთესოს ვუსურვებთ. ჩვენ ისედაც ძლიერი შემადგენლობა გვყავს“, - თქვა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, „რეალი“ კილიან მბაპეს დამატებას აქტიურად ცდილობდა, მაგრამ პარიზულმა კლუბმა ფეხბურთელის გაყიდვაზე უარი თქვა, მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში იწურება და შეიძლება გუნდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112345