სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

17:34 | 11.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

"სერენის" მწვრთნელი მიქაუტაძეზე: "ძალიან ბედნიერი ვარ, ის მზად არის"

„სერენის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟორდი კონდომმა ლიეჟის „სტანდარდთან“ მატჩამდე გიორგი მიქაუტაძეზე კომენტარი გააკეთა. ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ძალიან ბედნიერია გიორგის დამატებით და ის სათამაშოდ მზადაა.

“მას აქვს საგოლე ალღო და ბენდიერი ვარ, რომ მისი დამატება მოვახერხეთ. რა თქმა უნდა, ძალიან დაგვეხმარება, ის მზად არის და 100%-ით ერგება ჩვენს გუნდს, ახლახან საქართველოს ნაკრებში ესპანეთის წინააღმდეგ ითამაშა“, - თქვა კონდომმა.

შეგახსენებთ, „სერენისა“ და „სტანდარდის“ მატჩი 12 სექტემბერს, თბილისის დროით 20:30 საათზე გაიმართება. „სერენს“ 6 ტურში 9 ქულა აქვს მოპოვებული, ხოლო მიქაუტაძემ გასულ სეზონში ბელგიური გუნდის რიგებში 22 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.118769