ფეხბურთი

15:28 | 8.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა

გრაცის „შტურმის“ ნახევარმცველის, ოთარ კიტეიშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა. ავსტრიული მედიის ცნობით, მაგნიტურ-რეზონანსური გამოკვლევის პასუხები ცნობილია.

კიტეიშვილს კუნთის უმნიშვნელო დაზიანება აქვს და სავარაუდოდ კვირას „კლაგენფურტთან“ მატჩი გაუცდება, ხოლო შემდეგ გუნდს დაუბრუნდება.

თავდაპირველად იყო ვარაუდი, რომ ოთარ ერთი თვის გამოტოვება მოუწევდა, მაგრამ როგორც ჩანს, ტრავმა ასეთი სერიოზული არ არის.

შეგახსენებთ, ოთარ კიტეიშვილმა ტრავმა ერთი კვირის წინ საქართველოსა და კოსოვოს ნაკრებების მატჩში მიიღო. მიმდინარე სეზონში ქართველმა ფეხბურთელმა „შტურმის“ მაისურით 8 თამაში ჩაატარა და 4 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124569