ფეხბურთი

0:25 | 7.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები ბულგარეთში ჩავიდა, გუნდს ვაკო ყაზაიშვილი გამოაკლდა

საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან ამხანაგური მატჩისთვის ემზადება და სოფიაში ჩავიდა. ვილი სანიოლის განკარგულებში 24 ფეხბურთელია, გუნდს „ულსან ჰიუნდაის“ თავდამსხმელი ვაკო ყაზაიშვილი გამოაკლდა.

„ჯვაროსნებმა“ 6 სექტემბერს აღდგენითი ხასიათის საწვრთნელი პროცესი ჩაატარეს, ხოლო სამშაბათს მატჩამდე ბოლოჯერ ივარჯიშებენ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), საბა ხვადაგიანი (დინამო, თბილისი, საქართველო)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი) გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), მურთაზ დაუშვილი (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი ზარია (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა)

თავდამსხმელები: გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი)

შეგახსენებთ, ბულგარეთისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩი სოფიაში, 8 სექტემბერს, თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.

0.115658