ფეხბურთი

1:13 | 3.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთმა საქართველოსთან მატჩამდე წააგო, სომხეთმა ქულები პირველად დაკარგა

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მორიგი სათამაშო დღე მიილია და საინტერესო შედეგებიც დაფიქსირდა. მაგალითად, გამოსარჩევია ესპანეთის ნაკრების მარცხი და ევროპის ჩემპიონ იტალიის მოულოდნელი ფრე ბულგარეთთან.

იტალია - ბულგარეთი 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 კიეზა (16), 1:1 ილიევი (40)

ლიეტუვა - ჩრდ. ირლანდია 1:4 (0:1)

გოლები: 0:1 ბალარდი (20), 0:2 ვაშინგტონი (52, პენ), 1:2 ბარავიკასი (55), 1:3 ლავერი (67), 1:4 მაკნეირი (82, პენ)

C ჯგუფში მოქმედი ევროპის ჩემპიონის რანგში პირველად ითამაშა იტალიის ნაკრებმა, რომელმაც ფლორენციაში ბულგარეთის ნაკრებს უმასპინძლა და უდაო ფავორიტიც იყო, მაგრა ქულები დაკარგა, რაც შეიძლება ძვირად დაუჯდეს.

იტალია დიდ უპირატესობას ფლობდა და ფედერიკო კიეზას ლამაზი გოლით თავიდანვე დაწინაურდა, მაგრამ ტაიმის ბოლოს ბულგარელთა უშვიათესი შეტევა გოლით დასრულდა. მეორე ნახევარში „სკუადრა აძურამ“ მცდელობის მიუხედავად გამარჯვების გოლი ვერ გაიტანა და მიმდინარე შესარჩევ ციკლში ქულები პირველად დაკარგა. იტალია 10 ქულით ჯგუფს ლიდერობს და უახლოეს მდევარ შვეიცარიას 4 ქულით უსწრებს, მაგრამ ორი მატჩით მეტი აქვს ჩატარებული. 5 სექტემბერს კი, სწორედ შვეიცარიაში ითამაშებს.

1. იტალია 4 3 1 0 7 1 6 10
2. შვეიცარია 2 2 0 0 4 1 3 6
3. ჩრდ. ირლანდია 3 1 1 1 4 3 1 4
4. ბულგარეთი 4 0 2 2 2 6 -4 2
5. ლიეტუვა 3 0 0 3 1 7 -6 0

საქართველო - კოსოვო 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 მურიქი (18)

შვედეთი - ესპანეთი 2:1 (1:1)

გოლები: 0:1 კარლოს სოლერი (5), 1:1 ისაკი (6), 2:1 კლაესონი (57)

B ჯგუფში, რომლის მონაწილე საქართველოს ნაკრებიცაა, შვედეთმა ესპანეთს უმასპინძლა და „ფურია როხა“ დამარცხდა. მატჩი მე-5 წუთზე კარლოს სოლერით გოლით დაიწყო, მაგრამ ერთ წუთში ალექსანდერ ისაკმა გაათანაბრა, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში ვიქტორ კლაესონმა გამარჯვების გოლი გაიტანა - 2:1. ამრიგად, ჯგუფს 9 ქულით შვედეთი ლიდერობს, ხოლო ესპანეთს 7 ქულა აქვს, თანაც კონკურენტთან შედარებით თამაშით მეტი აქვს ჩატარებული და ლუის ენრიკეს გუნდი საკმაოდ რთულ მდგომარეობაში ჩავარდა, ვინაიდან მუნდიალის საგზურს პირდაპირ მხოლოდ პირველი ადგილი იძლევა.

1. შვედეთი 3 3 0 0 6 1 5 9
2. ესპანეთი 4 2 1 1 7 5 2 7
3. კოსოვო 3 1 0 2 2 6 -4 3
4. საბერძნეთი 2 0 2 0 2 2 0 2
5. საქართველო 4 0 1 3 2 5 -3 1

ჩეხეთი - ბელარუსი 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 ბარაკი (34)

ესტონეთი - ბელგია 2:5 (1:2)

გოლები: 1:0 კაეიტი (2), 1:1 ვანაკენი (22), 1:2 ლუკაკუ (29), 1:3 ლუკაკუ (52), 1:4 ვიტსელი (65), 1:5 ფოკეტი (76), 2:5 სორგა (83)

E ჯგუფს ლიდერობს ბელგია, რომელმაც ტალინში ესტონეთი 5:2 გაანადგურა. „წითელ ეშმაკებს“ 4 ტურში 10 ქულა აქვთ და სამი ქულით უსწრებენ ჩეხებს, რომლებმაც შინ ბელარუსს 1:0 მოუგეს.

1. ბელგია 4 3 1 0 17 4 13 10
2. ჩეხეთი 4 2 1 1 8 4 4 7
3. უელსი 2 1 0 1 2 3 -1 3
4. ბელარუსი 3 1 0 2 4 11 -7 3
5. ესტონეთი 3 0 0 3 6 15 -9 0

ანდორა - სან მარინო 2:0 (2:0)

გოლები: 1:0 ვალესი (18), 2:0 ვალესი (24)

უნგრეთი - ინგლისი 0:4 (0:0)

გოლები: 0:1 სტერლინგი (55), 0:2 კეინი (63), 0:3 მაგუაირი (69), 0:4 რაისი (87)

პოლონეთი - ალბანეთი 4:1 (2:1)

გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (12), 1:1 ციკალეში (25), 2:1 ბუკსა (44), 3:1 კრიხოვიაკი (54), 4:1 ლინეტი (89)

ევროპის ვიცე-ჩემპიონი ინგლისი უნგრეთში ჩავიდა, სადაც იოლად მოიგო. უნგრელებმა გარეთ საუთგეიტის გუნდს დიდი წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწიეს, რომელიც უგოლოდ დასრულდა, ხოლო შესვენების შემდეგ მოედანზე მხოლოდ ერთი გუნდი დომინირებდა და ალბიონელებმა 4:0 მოიგეს. ინგლისი 12 ქულით ლიდერია და უკვე 5 ქულით უსწრებს პოლონეთსა და უნგრეთს. ამ ორ გუნდს, ისევე როგორც ალბანეთს (6 ქულა აქვს) მეორე ადგილისთვის მოუწევთ ბრძოლა.

1. ინგლისი 4 4 0 0 13 1 12 12
2. პოლონეთი 4 2 1 1 11 6 5 7
3. უნგრეთი 4 2 1 1 10 8 2 7
4. ალბანეთი 4 2 0 2 4 6 -2 6
5. ანდორა 4 1 0 3 3 8 -5 3
6. სან მარინო 4 0 0 4 0 12 -12 0

ისლანდია - რუმინეთი 0:2 (0:0)

გოლები: 0:1 მანი (47), 0:2 სტანჩუ (83)

ლიხტანშტაინი - გერმანია 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 ვერნერი (41), 0:2 სანე (77)

ჩრდ. მაკედონია - სომხეთი 0:0 (0:0)

J ჯგუფში გერმანიის ნაკრებმა ლიხტანშტაინს თითო ტაიმში თითო გოლი გაუტანა და 2:0 დაამარცხა. თუმცა, ჯგუფს სომხეთის ნაკრები ლიდერობს, რომელმაც პირველი ქულები დაკარგა! ხოაკინ კაპაროსის გუნდს წინა სამ ტურში 9 ქულა მოეგროვებინა, ამჯერად კი სკოპიეში, ჩრდილოეთ მაკედონიასთან უგოლო ფრეს დასჯერდა. ამ ჯგუფში ძალზე საინტერესო ვითარებაა შექმნილი: სომხეთი 10 ქულა, გერმანია - 9, ჩრდ. მაკედონია - 7 და რუმინეთი - 6.

1. სომხეთი 4 3 1 0 6 2 4 10
2. გერმანია 4 3 0 1 7 2 5 9
3. ჩრდ. მაკედონია 4 2 1 1 9 4 5 7
4. რუმინეთი 4 2 0 2 7 6 1 6
5. ისლანდია 4 1 0 3 4 8 -4 3
6. ლიხტენშტაინი 4 0 0 4 1 12 -11 0
0.170211