ფეხბურთი

17:38 | 2.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო - კოსოვო: ძირითადი შემადგენლობები ცნობილია

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები მეოთხე მატჩს ჩაატარებს. ვილი სანიოლის გუნდი ბათუმში კოსოვოს დაუპირისპირდება და უკვე ცნობილია გუნდების ძირითადი შემადგენლობები.

ვილი სანიოლმა 4-2-3-1 სისტემით თამაში გადაწყვიტა და ძირითად შემადგენლობაში გაამწესა დებიუტანტი გიორგი წიტაიშვილი. სხვა მხრივ კი, ორივეს სასტარტო შემადგენლობა ასეთია:

საქართველო (4-2-3-1): ლორია; ჩაბრაძე, კაშია, ხოჭოლავა, აზაროვი; აბურჯანია, კანკავა; წიტაიშვილი, კიტეიშვილი, ყაზაიშვილი; ქვილითაია

კოსოვო (4-3-3): მურიჩი; ვოივოდა, რაჰმანი, ალიტი, ჰადერგიონაი; ჰალიმი, დრესევიჩი, ბერიშა; კასტრატი, მურიქი, რაშანი

შეგახსენებთ, მატჩი 20:00 საათზე დაიწყება. საქართველოს ჯგუფში 1 ქულით მეოთხე ადგილი უკავია, ხოლო კოსოვო უქულოდ მეხუთე საფეხურზეა. ვილი სანიოლის გუნდი მომდევნო შეხვედრას 5 სექტემბერს, ბადახოსში, ესპანეთთან გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126567