ფეხბურთი

21:02 | 30.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრებმა სექტემბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო (+VIDEO)

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სექტემბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო და ფოთში, „ფაზისის“ სტადიონზე პირველი ვარჯიში ჩაატარა.

ვილი სანიოლის გუნდი ჯერ არასრული შემადგენლობითაა შეკრებილი და პირველ საწვრთნელ პროცესში მხოლოდ 17 ფეხბურთელი მონაწილეობდა. სფფ-ის პრესსამსახურის ცნობით, გუნდს 31 აგვისტოს შეუერთდებიან გურამ კაშია, დავით ხოჭოლავა, გურამ გიორბელიძე, გიორგი აბურჯანია, ჯაბა კანკავა, გიორგი ჩაკვეტაძე, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი მიქაუტაძე, ხოლო ვაკო ყაზაიშვილი 1 სექტემბერს.

საქართველოს ნაკრებმა ფოთში დღეს ამ შემადგენლობით ივარჯიშა:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), საბა ხვადაგიანი (დინამო, თბილისი, საქართველო)

ნახევარმცველები: საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), მურთაზ დაუშვილი (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი ზარია (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი)

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები 2 სექტემბერს, ბათუმში კოსოვოს დაუხვდება, 5 სექტემბერს ესპანეთს ესტუმრება, ხოლო 8 სექტემბერს, ამხანაგურ მატჩს ბულგარეთთან გამართავს.

0.112506