ბელგიის იუპილერ ლიგის მეექვსე ტურში ლევან შენგელიას „ლიოვენი“ სტუმრად „ანტვერპენს“ დაუზავდა (2:2) და ქართველმა ფეხბურთელმა გოლი გაიტანა.
ლევანმა მხოლოდ 16 წუთი ითამაშა, მაგრამ ეს დროც იკმარა, რომ თავი გამოეჩინა. მან მოედანზე შესვლიდან 3 წუთში დალაშქრა მეტოქის კარი და ანგარიში გაათანაბრა - 2:2. აღსანიშნავია, რომ შენგელიას „ლიოვენში“ დებიუტი წინა ტურში „ეუპენთან“ (1:4) მატჩში ჰქონდა და გოლი იქაც გაიტანა. მაშინ 70-ე წუთიდან ითამაშა და 83-ე წუთზე გაიტანა.
ზოგადად, შენგელია „ლიოვენს“ კარგად მოერგო, ამხანაგურ მატჩშიც შეძლო გოლის გატანა, ჯარიმით „მეხელენთან“. ბელგიის იუპელ ლიგაში ლევანს 2 მატჩში (ჯამში 36 წუთი) 2 გოლი აქვს გატანილი.
„ლიოვენი“ 4 ქულით მე-17 ადგილზე იმყოფება და მომდევნო ტურში "კორტრაიკს" შეხვდება. აღსანიშნავია, რომ 25 წლის შემტევი საქართველოს ნაკრებში გამოძახებული არაა.