სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
სხვა

11:15 | 29.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

მიწაზე დანარცხებული “მფრინავი ვირები“
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

გასული კვირა მეტად გულდარდიანი იყო იტალიური ფეხბურთის ქომაგებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ აპენინელთა 2021-2022 წლების საფეხბურთო პირველობა რამდენიმე მართლაც რომ თვალსასეირო მატჩით დაიწყო და ზოგადად იტალიის საფეხბურთო ცხოვრებაში ბევრი სასიამოვნო სიახლეა, ყველაფერი კარგი მაინც გადაიფარა იმ ამბით, რომ ფინანსური კრიზისის გამო ვერონას “კიევომ“ არსებობა შეწყვიტა.

ვისაც იტალიური ფეხბურთი არაფრად უღირს, შეიძლება კიდეც გაეღიმა კალჩოს მოყვარულთა გულისწყვეტაზე. ზოგი ალბათ იმასაც იტყოდა, რომ გლობალური პანდემიისა და მისი თანმდევი ფინანსური კრიზისი გამო გაკოტრებული ვერონული პატარა გუნდი აბა რა სახსენებელიაო. მაგრამ “კიევო“ უტიტულობის მიუხედავად, უინტერესო, უფერული და არაფრით გამორჩეული კლუბი ნამდვილად არ ყოფილა და მსოფლიო ფეხბურთს უამრავი დასამახსოვრებელი მატჩი თუ ცალკეული ამბავი აჩუქა, რომლებიც ქომაგებს კიდევ დიდხანს ემახსოვრებათ.

ვერონელებმა 2001-დან 2019 წლამდე მთელი 17 წელი იტალიის სერია “ა“-ში გაატარეს. მხოლოდ ერთი წელი მოუწიათ რანგით მეორე ლიგაში “ჩაყვინთვა“ და იმასაც უმალ დააღწიეს თავი. თუკი ამის შესაძლებლობა და სიტუაცია მიეცემოდათ, კარგა გვარიანად ამწარებდნენ ხოლმე იტალიური საკლუბო ფეხბურთის გრანდებს. ბობოლათა ხასიათი არაერთხელ ჩაუჟამებიათ ლეგენდარულ კაპიტან სეჯიო პელისიერს, იტალიაში ბრაზილიიდან არალეგალურად შეპარულ ერიბერტოს, იგივე ლუსიანოს და სხვებსაც. “ბენტეგონის“ ციცქნა სტადიონი ხომ ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო ყველა სტუმარი გუნდისთვის და კლუბის ლურჯ-ყვითელ მაისურებში გამოწყობილი ათეულათასობით ვერონელი ქომაგის ხმის ჩახლეჩვამდე ბღავილიც მრავალთ უფრთხობდა სიმშვიდეს.

ცალკე ამბავია ვერონული დერბი, რომელიც იტალიის დიად დერბებს შორის (“ინტერი“-“მილანი“, “რომა“-“ლაციო“, “იუვენტუსი“-“ტორინო“, “ჯენოა“-“სამპდორია“) მუდამ გამორჩეული იყო და აკი სწორედ “კიევოს“ მომტერნე “ვერონას“ გულშემატკივრებმა უწოდეს ყვითელ-ლურჯებს “მფრინავი ვირები“. ეს ისტორია ალბათ ბევრმა იცის, მაგრამ ახალი თაობის ქომაგებისთვის მაინც ღირს გახსენებად.

"კიევოს", ეს სახალისო და ცოტა ცინიკური მეტსახელი, როგორც უკვე გითხარით მისი მოძულე გუნდის, "ვერონას" ფანებმა შეარქვეს. 1986 წელს, როცა "კიევო" პროფესიონალური კლუბი გახდა, "ვერონა" სერია A-ს მოქმედი ჩემპიონი იყო და მისმა ფანებმა ირონიულად გამოაცხადეს, რომ სანამ "კიევო" მათ დონემდე მიაღწევდა, ანუ სერია A-ში აღზევდებოდა, ვირები ფრენას დაიწყებდნენ. ჰოდა, “კიევომ“ როგორც იცით მოახერხა უმაღლეს ლიგაში შეღწევა და ამჯერად ამ კლუბის ფანებმა დასცინეს მოწინააღმდეგეს - ერთ-ერთი დერბის დროს სტადიონზე მიიტანეს პლაკატები მფრინავი ვირების გამოსახულებით და წარწერით - “გავფრინდით!“.

ამ პატარა ვერონული კლუბის პროფესიონალურ დონეზე წარმატება და რანგით პირველ ლიგაში აღზევება, ლუიჯი ჩამპედელის სახელს უკავშირდება, რომელმაც გუნდი 1964 წელს შეიძინა. 1929 წელს დაარსებული კლუბი, პროფესიონალურ ფეხბურთში 1986 წელს, უფროსი ჩამპედელის ძალისხმევით დაიბადა და იტალიის უდაბლეს ლიგაში ასპარეზობა დაიწყო. 1993 წელს, ლუიჯი ჩამპედელი მოულოდნელად გარდაიცვალა და "კიევოს" პრეზიდენტი მისი 23 წლის შვილი - ლუკა გახდა, რომელიც მაშინდელი მონაცემებით, იტალიურ კლუბებს შორის ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი იყო. მერე (2018 წელს) იყო დიდი ფინანსური სკანდალები და ლუკა ფეხბურთიდან მოკვეთეს. სულ ბოლოს კი ისე მოხდა, რომ გუნდში გაჩენილი ფინანსური კრიზისის გამო იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ “კიევო“ ჯერ რანგით მეოთხე ლიგაში დააქვეითა, ამის შემდეგ კი ყველა სპონსორი და პარტნიორი თავქუდმოგლეჯილი გაიქცა და ლურჯ-ყვითელთა ისტორიაც ასე უაზროდ დასრულდა. ყოველ შემთხვევაში, კლუბმა არსებობა ამ ეტაპზე ოფიციალურად შეწყვიტა. თუმცა მომავალში რა მოხდება ვინ იცის? იქნებ და...

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.110273
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X