ფეხბურთი

23:28 | 25.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლამ "სიტიდან" წასვლის დრო დააანონსა: "ამის შემდეგ რომელიმე ნაკრებში ვიმუშავებ"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა სანაკრებო დონეზე მუშაობას აპირებს. ამის შესახებ ესპანელმა სპეციალისტმა განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ინგლისურ კლუბთან კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ (2023 წელს) პაუზას აიღებს, მერე კი რომელიმე ნაკრებში იმუშავებს.

„შემდეგი ნაბიჯი ეროვნულ ნაკრებში მუშაობა იქნება. იქამდე კი „მანჩესტერ სიტიში“ 7-წლიანი მუშაობის მერე ცოტა დასვენება მომიწევს. შემდეგ სიამოვნებით ვიმუშავებ ევროპის ჩემპიონატზე, კოპა ამერიკაზე ან მსოფლიოს ჩემპიონატზე“, - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ პეპ გვარდიოლა „მანჩესტერ სიტიში“ 2016 წლიდან მუშაობს, კონტრაქტი კი 2023 წლამდე აკავშირებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110219