ფეხბურთი

19:41 | 25.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

"საუთჰემტონმა" ბრაზილიელი მცველი დაიმატა

"ტორინოს" აწ უკვე ყოფილი მცველი ლიანკო კარიერას "საუთჰემპტონში" გააგრძელებს. როგორც "წმინდანების" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, სამხრეთამერიკელმა ფეხბურთელმა ახალ კლუბთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ლიანკო "სან პაულოს" აკადემიის აღზრდილია და "ხარებმა" 2017 წელს დაიმატეს. ტურინელებმა 2019 წელს ფეხბურთელი "ბოლონიაში" გაანათხოვრეს. "ტორინოს" მაისურით ლიანკომ 53 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. ლიანკოს სერბეთის მოქალაქეობაც აქვს და როგორც ბრაზილიის ისე სერბეთის ასაკობრივ ნაკრებებში აქვს ნათამაშები.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11005