ფეხბურთი

11:54 | 23.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: "მოედანი ცუდი შეგრძნებით დავტოვეთ"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ „ლევანტესთან“ (3:3) მატჩის შემდეგ კომენტარი კმაყოფილი დარჩა. იტალიელის თქმით, მისმა გუნდმა კარგად ითამაშა და შედეგი ასახსნელად რთულია.

„მადრიდის „რეალმა“ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, პირველ ტაიმში თამაშს ვაკონტროლებდით. შემდეგ კი ორი ქულა დავკარგეთ. ამ შედეგის ახსნა ძნელია, მოედანი უსიამოვნო შეგრძნებით დავკარგეთ. უფრო ფრთხილად უნდა გვეთამაშა.

ვინისიუსი? მას ბევრი თვისება აქვს, გოლები უნდა გაიტანოს, მაგრამ არ ვიცი შეძლებს თუ არა ბომბარდირობას. ამ თვისებებით გოლები უნდა გაიტანოს, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება. ზოგჯერ უფრო მნიშვნელოვანია თამაშის დასასრული, ვიდრე დასაწყისი და არ აქვს მნიშვნელობა ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი ხარ თუ არა”, - თქვა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალს“ ორ ტურში 4 ქულა აქვს მოპოვებული, მომდევნო შეხვედრას კი სტუმრად „ბეტისთან“ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123727