სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

23:08 | 21.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

გრილიში - პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მეგოლე
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

You’ll Never Walk Alone - აგუგუნდა თამაშის წინ სავსე „ენფილდი.“ 18 თვის შემდეგ, „ლივერპული“ პირველად დაუხვდა მეტოქეს სავსე ტრიბუნების თანდასწრებით. 52 591 მონატრებული ქომაგი მთელი შეხვედრის განმავლობაში არ გაჩერებულა. მეტოქე კი შონ დაიჩის „ბარნლი“ გახლდათ, რომელმაც წლეულს იანვარში ცარიელ „ენფილდზე“ „წითლები“ მინიმალური ანგარიშით დაამარცხა და ფანტასტიკური, 68-მატჩიანი საშინაო წაუგებელი სერია შეუწყვიტა.

ამჯერად კერკეტ სტუმრებს არაფერი გამოუვიდათ. პირველ ტაიმში კიდევ ცდილობდნენ ტოლ-სწორად თამაშს. გაშვებული გოლის შემდეგ კი შედრკნენ. მეორე ტაიმში მინდორზე ერთი გუნდი დარჩა. ისევ გაიტანა დიოგო ჟოტამ, წერტილი კი სადიო მანემ დასვა - 2:0. მაგრამ მასპინძელთაგან ამ დღეს საუკეთესო ჭაბუკი ჰარვი ელიოტი გახლდათ, რომელსაც „ბლექბერნში“ ერთწლიანი იჯარა დაუმთავრდა და ჩინებული შთაბეჭდლება დატოვა. Liverpool Echo-მ მას მეკარე ალისონთან ერთად ყველაზე მაღალი შეფასება დაუწერა.

„მანჩესტერ სიტიმ,“ ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ („ლესტერთან“
სუპერთასზე და პრემიერლიგის პირველ ტურში „ტოტენჰემთან“), როგორც იქნა, გაიმარჯვა. 22-ე წუთზე, რიგით მეორე გოლი, „ქალაქელების“ 100-მილიონგირვქიანმა შენაძენმა, ჯეკ გრილიშმა გაიტანა. ის ყველაზე ძვირადღირებული გამტანი გახდა პრემიერლიგის ისტორიაში. საშინაო დებიუტი მისთვის იღბლიანი გამოდგა.

საკუთრივ მატჩი იოლი გასეირნება გამოდგა გვარდიოლას გუნდისთვის. თითქოს ნახევარი ძალით თამაშობენო, ისე მოიგეს. 5 უპასუხო ბურთი გაუტანეს მეტოქეს. საუკეთსო მოთამაშე კი ბრაზილიელი ჟეზუსი გახდა, რომელმაც ჯერ გრილიშს გაატანინა, შემდეგ კი სტერლინგს. პირველი, ავტოგოლიც მის ჩაწოდებას მოჰყვა.

დამარცხდა „ჩვენი“ ჩისკოს „უოტფორდი.“ პირველ ტურში „ასტონ ვილასთან“ გამარჯვების შემდეგ (3:2), „ონავრები“ „ბარაიტონს“ ესტუმრნენ და 2:0 წააგეს.

ინგლისი

პრემიერლიგა. მე-2 ტური.

21 აგვისტო

ლივერპული - ბარნლი 2:0

ლივერპული. „ენფილდი“

1:0 ჟოტა (18), 2:0 მანე (69)

ლივერპული: ალისონი, ალექსანდერ-არნოლდი, მატიპი, ვან დეიკი, ციმიკასი (გომესი 90+3), ჰენდერსონი, კეიტა (ალკანტარა 81), ელიოტი, მანე, ჟოტა (ფირმინო 81), სალაჰი

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

ბარნლი: პოუპი, ლოუტონი, ტარკოვსკი, მი, ტეილორი, გუდმუნდსონი (პიტერსი 80), ბრაუნჰილი, კორკი, მაკნილი, ვუდი (როდრიგესი 75), ბარნსი

მწვრთნელი: შონ დაიჩი

მსაჯი: მაიკ დინი

გაფრთხილება არ ყოფილა

სიტი - ნორვიჩი 5:0

მანჩესტერი. „ეტიჰადი“

1:0 კრული (7 საკ. კარში), 2:0 გრილიში (22), 3:0 ლაპორტი (64), 4:0 სტერლინგი (71), 5:0 მაჰრეზი (84)

სიტი: ედერსონი, უოკერი, დიაში, ლაპორტი, კანსელუ, როდრი, გიუნდოგანი (პალმერი 69), ბერნარდუ სილვა, ტორესი (სტერლინგი 61), გრილიში (მაჰრეზი 75), ჟეზუსი

მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

ნორვიჩი: კრული, აარონსი, ჰენლი, გიბსონი, იანულისი (მუმბა 46), რუპი (მაკლინი 46), გილმორი, ლის-მელუ, კანტუელი, რაშიცა, პუკი (სარჯენტი 78)

მწვრთნელი: დანიელ ფარკე

მსაჯი: გრემ სქოთი

გაფრთხილება: გიუნდოგანი (39)

ბრაიტონი - უოტფორდი 2:0

ბრაიტონი. „ამექსი“

1:0 დაფი (10), 2:0 მოპე (41)

ბრაიტონი: სანჩესი, უებსტერი, დაფი, დანკი, ლალანა (მოდერი 80), გროსი, მარჩი, ბისუმა, მაკალისტერი, ტროსარი (მველუ 71), მოპე (კონოლი 46)

მწვრთნელი: გრემ პოტერი

უოტფორდი: ბახმანი, კეტკარტი (კინგი 65), კაბასელე, ტროსტ-ეკონგი, მასინა, კლევერლი, სემა (დინი 78), ეტებო, ლუზა (ერნანდესი 46), დენისი, სარი

მწვრთნელი: ჩისკო მუნიოსი

მსაჯი: ენტონი ტეილორი

გაფრთხილება: უებსტერი (62), დაფი (64), მველუ (86), მარჩი (90+1)

ასტონ ვილა - ნიუკასლი 2:0

1:0 ინგზი (45+3), 2:0 ელ-ღაზი (62 პენ)

კრისტალ პალასი - ბრენტფორდი 0:0

ლიდსი- ევერტონი 2:2

0:1 კალვერტ-ლიუინი (30 პენ), 1:1 კლიხი (41), 1:2 გრეი (50), 2:2 რაფინია (73)

22 აგვისტო

ვულვერჰემპტონი - ტოტენჰემი

საუთჰემპტონი - მანჩესტერი

არსენალი - ჩელსი

23 აგვისტო

ვესტ ჰემი - ლესტერი

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.114211
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X