იტალიის სერია A-ს კლუბმა „ვერონამ“ „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელი ივან ილიჩი ოფიციალურად დაიმატა. როგორც კლუბის ვებგვერდი იუწყება, სერბეთის ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა ნახევარმცველმა ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ინგლისელებმა კი ტრანსფერის სანაცვლოდ 7,5 მილიონი ევრო მიიღეს.
ილიჩი გასულ სეზონში „ვერონაში“ იჯარის წესით თამაშობდა და 29 მატჩში ორი გოლი გაიტანა. 20 წლის ფეხბურთელი ასპარეზობით იტალიელები კმაყოფილები დარჩნენ და ფეხბურთელი გამოისყიდეს. ეროვნულ ნაკრებში ივანი „ვერონაში“ თამაშის შემდეგ გამოიძახეს და უკვე ორ შეხვედრაში მიირო მონაწილეობა.