ფეხბურთი

1:28 | 13.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

რიზა ჩალიმბაი: "ეს თურქს რომ გაეკეთებინა, კატასტროფა იქნებოდა, დავიღალეთ მსაჯზე ყვირილით"

თურქული „სივასპორის“ მთავარმა მწვრთნელმა რიზა ჩალიმბაიმ „დინამო ბათუმთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. თურქმა სპეციალისტმა თქვა, რომ მეტოქე ძალიან კარგი გუნდი იყო და ამასთანავე ხაზი გაუსვა მსაჯობას, რითაც უკმაყოფილო დარჩა.

„ეს იყო გუნდი, რომელიც აქამდეც ვნახეთ და ვიცნობდით. „დინამო ბათუმი“ კარგი გუნდია, კონტრშეტევებზე კარგად გამოიყურება.

0:1-ის შემდეგ კარგად ვითამაშეთ. შეგვეძლო მატჩის ადრე დამთავრება, მაგრამ ძალიან რთული შეხვედრა იყო. შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა ძალიან ეფექტურად ითამაშეს. სასტარტო შემადგენლობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია შეცვლაზე შესული მოთამაშეებიც.

არ შევეგუეთ მატჩის მიდმინარეობას და ჩვენი გულშემატკივარის თვალწინ წარმატებას მივაღწიეთ.

მსაჯი? ჩვენმა მსაჯებმა იგივე რომ გააკეთონ, რაც ესპანელმა მსაჯმა გააკეთა, ეს დიდი კატასტროფა იქნებოდა. მას ბევრი შეცდომა ჰქონდა, არაფრის თქმა შემიძლია, უბრალოდ დავიღალეთ მსაჯზე ყვირილით.

„კოპენჰაგენი“ ძლიერი გუნდია, ბევრად რთული მატჩი იქნება, შეიძლება გვქონდეს პრობლემები, როდესაც ჩემპიონატში და კონფერენს ლიგაზე თამაში ერთად მოგვიწევს. სუპერლიგა მნიშვნელოვანია, მაგრამ ევროპაში ჩვენი სიტყვა გვაქვს სათქმელი“, - თქვა ჩალიმბაიმ.

შეგახსენებთ, „დინამო ბათუმმა“ „სივასპორთან“ ორი მატჩის ჯამში დამატებით დროში გაშვებული გოლით 2:3 წააგო. თურქული გუნდის მომდევნო მეტოქე დავით ხოჭოლავას „კოპენჰაგენი“ იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101953