სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ავტოსპორტი

1:50 | 11.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ფერარის“ სურს, რომ შუმახერი „ჰაასში“ დარჩეს
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

„ფერარის“ სურს, რომ ფრორმულა 1-ის დებიუტანტი, ლეგენდარული მიხაელ შუმახერის შვილი მიკი, მომავალ სეზონშიც „ჰაასში“ დარჩეს. ამის შესახებ, იტალიური გუნდის შეფმა, მატია ბინოტომ განაცხადა. მისივე თქმით, გუნდის ინტერესებში ასევე შედის ანტონიო ჯოვინაცის „ალფა რომეოში“ დარჩენა.

ორივე პილოტი „ფერარის“ აკადემიის კურსანტია, მათ ახლანდელ გუნდებს კი მარანელოელები ძრავებით ამარაგებენ. შესაბამისად, „ჰაასიც“ და „ალფა რომეოც“ „ფერარის“ ინტერესებს ითვალისწინებენ.

„მიკ შუმახერისთვის, პირველი სეზონი სწავლის სეზონია. ის ზეწოლის გარეშე გამოდის და გარემოს ეჩვევა. ჩვენ მოლაპარაკება გვაქვს „ჰაასთან“, რათა გუნდმა ის დაიტოვოს. ჯოვინაცი კი ჩვენს სარეზერვო პილოტად რჩება. ის ყოველწლიურად იზრდება და ვფიქრობ, „ალფაში“ დარჩენას იმსახურებს“, - „გაძეტა დელო სპორტთან“ საუბრისას ამბობს ბინოტო.

იყო საუბარი იმაზე, რომ 22 წლის შუმახერის „ალფა რომეოში“ გადაყვანა იგეგმებოდა. ეს გუნდი „ჰაასზე“ უკეთესია და ახალგაზრდა გერმანელის ზრდისთვის უკეთესი პლატფორმა იქნებოდა.

რაც შეეხება „ფერარის“, ის „მაკლარენთან“ ერთად, მესამე ადგილს იყოფს. ორივე გუნდს თანაბარი ქულები აქვს, მაგრამ მარანელოელები რბოლებში დაკავებული უკეთესი ადგილების გამო აქვთ უპირატესობა. ბინოტო ამბობს, რომ ამ ეტაპზე, მისი გუნდისთვის საუკეთესო შედეგი სწორედ მესამე ადგილის დაკავება იქნება, რადგან „მერსედესი“ და „რედ ბული“ მეტისმეტად წინ არიან.

„ფერარი“ სეზონის მეორე ნახევარში, ძრავის განახლებას გეგმავს. მაგრამ ეს უახლოეს ორ რბოლაში - ბელგიის და იტალიის დიდ პრიზებზე არ მოხდება. არადა, ორივე რბოლა სწრაფ ტრეკებზე ტარდება, სადაც ძრავზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. ბინტო ამბობს, რომ ახალი ძრავი ის აგრეგატი იქნება, რომლითაც „ფერარი“ მომავალ სეზონშიც იასპარეზებს.

დაბოლოს, შარლ ლეკლერი და კარლოს საინსი უკვე მესამე ძრავს იყენებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი ახალი ძრავისთვის, ჯარიმებს ვერ ასცდებიან.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.11782
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X