ფეხბურთი

15:26 | 10.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

დონარუმა: „ძალიან მიხარია, რომ მესი პსჟ-ში გადმოდის“

„პარი სენ-ჟერმენის“ ახალწვეულმა მეკარემ, ჯანლუიჯი დონარუმამ, ლიონელ მესის პარიზულ კლუბში შესაძლო გადასვლის თაობაზე ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.

„როცა მესის გადმოსვლის ამბავს ოფიციალურად გამოაცხადებენ, მაშინ ვნახოთ. ისე, როგორც ჩანს, ყველაფერი აქეთკენ მიდის.

ძალიან მიხარია, რომ მესი პსჟ-ში გადმოდის. ის მსოფლიოს უძლიერესი ფეხბურთელია და მასთან ერთად თამაში ფანტასტიკური იქნება. რა თქმა უნდა, ბედნიერი ვარ.“ - ციტირებს დონარუმას სიტყვებს Sky Sport Italia.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116846