ფეხბურთი

21:04 | 8.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

"დინამომ" თბილისურ დერბიში "საბურთალო" დაამარცხა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონი „დინამო თბილისმა“ კარგად განაახლა და 22-ე ტურის მთავარ შეხვედრაში „საბურთალო“ დაამარცხა.

მატჩი მოლოდინისამებრ დაძაბული გამოდგა და „საბურთალოს“ შეეძლო არ წაეგო, მაგრამ საგოლე მომენტები სათანადოდ ვერ გამოიყენა და უქულოდ დარჩა. ანგარიში დმიტრი მანდრიჩენკოს ავტოგოლით გაიხსნა, რასაც სტუმრებმა ტაიმის ბოლოს დაჩი ცნობილაძის გოლით უპასუხეს.

„დინამომ“ გამარჯვების გოლი 51-ე წუთზე გაიტანა და მისი ავტორი ბარნს ოსეი გახდა, რომელმაც კონფერენს ლიგის მერე გოლი საქართველოს ჩემპიონატშიც გაიტანა და თავის გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა.

„დინამო თბილისს“ 44 ქულა აქვს და 14 აგვისტოს „თელავს“ ესტუმრება, ხოლო 16 „საბურთალოს“ აქტივში 35 ქულაა და 16 აგვისტოს, „დინამო ბათუმს“ შეხვდება.

„დინამო თბილისი“ – „საბურთალო“ 2:1 (1:1)

გოლები: 1:0 მანდრიჩენკო (14, ა.გ), 1:1 ცნობილაძე (41), 2:1 ოსეი (51)

0.171016