ფეხბურთი

20:30 | 8.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

"რომამ" ლეონარდო სპინაცოლას შემცვლელი დაიმატა

იტალიურმა „რომამ“ ურუგვაის ნაკრების მარცხენა მცველი მატიას ვინა დაიმატა. ინფორმაცია „მგლების“ ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

ვინამ „რომასთან“ კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა, ბრაზილიურმა „პალმეირასმა“ კი, სადაც მანამდე თამაშობდა, 10 მილიონი ევრო მიიღო, რასაც ბონუსის სახით 3 მილიონი ევრო დაემატება.

ვინამ „პალმეირასში“ 2020 წლიდან დღემდე 68 მატჩში 5 გოლი გაიტანა, იქამდე ის სამშობლოში „ნასიონალში“ თამაშობდა, ურუგვაის ნაკრებში კი 16-ჯერ უთამაშია. ვინა „რომაში“ ლეონარდო სპინაცოლას შემცვლელად დაიმატეს, რომელიც ტრავმის გამო მიმდინარე წელს ვერ ითამაშებს.

0.156822