სხვა

1:15 | 6.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

10 კილომეტრზე ღია წყალში გერმანელმა ველბროკმა გაიმარჯვა

გერმანელ მოცურავე ფლორიან ველბროკს მეტსახელად დაუმარცხებელს ეძახიან და მან ეს მეტსახელი კიდევ ერთხელ, ამჯერად ტოკიოს ოლიმპიადაზე გაამართლა. ველბროკმა სტარტიდანვე შეძლო დაწინაურება და ბოლომდე წინ არავინ გაუშვა.

„დაუმარცხებელმა“, ვინც აუზში 1500 მეტრზე ბრინჯაო მოიპოვა, 10 კილომეტრი 1 საათში, 48 წუთსა და 33.7 წამში გაცურა და მეორეზე გასულ უნგრელ კრიშტოფ რასოვსკის 25 წამით აჯობა. ბრინჯაოს მედალს იტალიელი გრეგორიო პალტრინიერი დაეუფლა.

პალტრინიერიმ აუზში 800 მეტრზე თავისუფალ სტილში ვერცხლის მედალიც მოიპოვა. ამგვარად, ის და ველბროკი, ტუნისელ უსამა მელულისთან ერთად, ის გამორჩეული მოცურავეები არიან, რომლებსაც ერთ ოლიმპიადაზე, მედლები აუზსა და ღია წყალში აქვთ მოპოვებული.

„პირველი 7 კილომეტრი ჩემთვის იოლი იყო, მაგრამ ბოლო წრეზე უკვე დაღლილი ვიყავი“, - ყვება ჩემპიონი, ვინც ამის მიუხედავად, მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება შეძლო. დილით, შეჯიბრის დაწყებამდე, წყლის ტემპერატურა 29 გრადუსს აღწევდა. დროთა განმავლობაში კი სიცხე სულ უფრო აუტანელი გახდა.

რასოვსკი ამბობს, რომ ოლიმპიადისთვის რთულ პირობებში ვარჯიშობდა. და აღიარა, რომ ამის მიუხედავად, ველბროკის დაწევის შანსი არ ჰქონდა. „ფლორიანი დღეს დაუმარცხებელი იყო. მე კი მხოლოდ იმას ვცდილობდი, რომ დანარჩენებს შორის საუკეთესო ვყოფილიყავი“, - განაცხადა უნგრელმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119555