სხვა

21:00 | 4.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ხელბურთი: მეოთხედფინალური მატჩები სენსაციის გარეშე დასრულდა

ტოკიოს ოლიმპიადაზე ქალთა შორის ხელბურთის ტურნირის მეოთხედფინალური მატჩები გაიმართა და ლიდერების გამარჯვებით დასრულდა.

მოქმედმა ჩემპიონმა რუსეთის ნაკრებმა, რომელიც რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის სახელით გამოდის მონტენეგროს 32:26 მოუგო და ნახევარფინალში კიდევ ერთ ფავორიტს, ნორვეგიას დაუპირისპირდება. სკანდინავიელებმა უნგრეთი 26:22 დაამარცხა და ახლა რევანშის მოლოდინშია - რიოს ოლიმპიადის ნახევარფინალში ნორვეგია რუსეთთან ოვერტაიმში 37:38 დამარცხდა.

წინა ოლიმპიადის ფინალისტი საფრანგეთის ნაკრები მეოთხედფინალში ნიდერლანდებს შეხვდა და მეტოქე დამაჯერებლად 32:22 დაამარცხა. ნახევარფინალში კი ფრანგები შვედებს დაუპირისპირდებიან, რომლებმაც სამხრეთ კორეას 39:30 მოუგო.

ნახევარფინალური მატჩები 6 აგვისტოს გაიმართება. საფრანგეთის და შვედეთის დაპირისპირება თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება, ხოლო ნორვეგიის და რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის გუნდის მატჩი - 16:00 საათზე.

თეგებიტოკიო 2020
0.143995