ფეხბურთი

16:53 | 2.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგის პლეი-ოფის წილისყრის შედეგები ცნობილია

უეფას შტაბ-ბინაში ევროპა ლიგის პლეი-ოფის წილისყრა წინსწრებით გაიმართა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები არ ჩატარებულა.

ევროპა ლიგის პლეი-ოფში შესაძლოა რამდენიმე ქართველი ფეხბურთელი ვიხილოთ - გიორგი ლორია, ოთარ კიტეიშვილი, ჯაბა კანკავა და გურამ კაშია. საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელებიც - თემურ ქეცბაია და ვლადიმირ ვაისი.

ევროპა ლიგის პლეი-ოფის წილისყრის შედეგები ასეთია:

„რანდერსი“ (დანია) – „გალათასარაი“ (თურქეთი) / „სენტ ჯონსტონი“ (შოტლანდია)

„რაპიდი“ (ავსტრია) / „ანორთოსისი“ (კვიპროსი) – „ზორია“ (უკრაინა)

„იაბლონეცი“ (ჩეხეთი) / „სელტიკი“ (შოტლანდია) – „ალკმაარი“ (ნიდერლანდები)

„ფენერბაჰჩე“ (თურქეთი) – „ნეფთჩი“ (აზერბაიჯანი) / ჰიკ (ფინეთი)

„მურა“ (სლოვენია) / „ჟალგირისი“ (ლიეტუვა) – „შტურმი“ (ავსტრია)

„ომონია“ (კვიპროსი) / „ფლორა“ (ესტონეთი) – „ანტვერპენი“ (ბელგია)

„ოლიმპიაკოსი“ (საბერძნეთი) / „ლუდოგორეცი“ (ბულგარეთი) – „ლინკოლნი“ (გიბრალტარი) / „სლოვანი“ (სლოვაკეთი)

„მალმიო“ (შვედეთი) / „სლავია“ (ჩეხეთი) – „დინამო“ (ხორვატია) / „ლეგია“ (პოლონეთი)

„ცრვენა ზვეზდა“ (სერბეთი) / „შერიფი“ (მოლდოვა) – „კლუჟი“ (რუმინეთი) / „იანგ ბოიზი“ (შვეიცარია)

ევროპა ლიგის პლეი-ოფის მატჩები 19 და 26 აგვისტოს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127687