სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
სხვა

16:45 | 31.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს მეხუთე მედალი ოლიმპიადაზე! ანტონ პლესნოიმ ბრინჯაო მოიპოვა
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

საქართველოს დელეგაციას ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში მეხუთე მედალი აქვს. ძალოსანმა ანტონ პლესნოიმ 96 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

წარმოშობით უკრაინელმა ძალოსნმა, რომელმაც საქართველოს სახელით ასპარეზობს და მოქმედი ევროპის ჩემპიონია, აკვრაში ასპარეზობისას ტრავმა მიიღო და ბოლო, გადამწყვეტი ცდა ტრავმირებულებმა გამოიყენა, რამაც მას ბრინჯაოს მედალი მოუტანა!

ატაცში პლესნოიმ პირველ ცდაზე გაჭირვებით, მაგრამ მიანც დააფიქსირა 173 კგ, ხოლო მეორე ცდაზე 177 კგ-ს ვერ გაუმკლავდა. სამაგიეროდ, მესამე ცდაზე 177 კგ მაინც ასწია, თანაც, დამაჯერებლად და ატაცში სწორედ ეს შედეგი დააფიქსირა, რაც ამ დისციპლინაში მესამე ადგილისთვის იყო საკმარისი.

ატაცში ყველა კანადელმა ბოადი რობერტ სანდავიმ აჯობა (178 კგ), მეორე შედეგი აჩვენა ვენესუელელმა სანჩეს ვალენილამ (177), მესამე პლესონიომ (177), მეოთხე იბრაჰიმ ფარეს ელბახიმ (177) და მეხუთე ტაივანელმა პო-ჯენ ჩენმა (176). გეტყვით იმასაც, რომ 177 კგ, როგორც ხედავთ სამმა ძალოსანმა დააფიქსირა, მაგრამ თანაბარ წონაზე უპირატესობა იმ სპორტსმენს ენიჭება, რომელიც უფრო ადრე უკვეთავს და აფიქსირებს შედეგს. ამიტომაც, იყო ატაცში პლესნოი ვალენილაზე უკან და ელბახზე წინ.

თუმცა, ნათელი იყო, რომ ყველაფერს აკვრაში ნაჩვენები შედეგები გადაწყვეტდა და ასეც მოხდა, რადგან სხვა შეჯიბრებისგან განსხვავებით ოლიმპიადაზე მედლის მომტანი მხოლოდ ორჭიდის ჯამია და ატაცსა და აკვრაში ნაჩვენები შედეგები ცალკეულად მედლის მომტანი არ არის.

აკვრაში ანტონ პლესნოიმ პირველივე ცდაზე 206 კგ დააფიქსირა, მაგრამ სწორედ ამ მომენტში ფეხის ტრავმა მიიღო, რის გამოც, მეორე ცდაზე 210 კგ ვერ ასწია და წონა ვერ დააფიქსირა. მიუხედავად ტკივილისა, ის ფიცარნაგზე დაბრუნდა და მესამე ცდაზეც 210 კგ-ს შეუტია რაც დააფიქსირა და იმ დროისთვის გალიდერდა, თვითონ გამოსვლა დაასრულა, თუმცა რამდენიმე მისი კონკურენტი გამოსასვლელი იყო.

საბოლოოდ, ანტონ პლესნიომ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს მეხუთე მედალიე მოუტანა! მან ატაცში 177 კგ, აკვრაში 210 კგ, ორჭიდის ჯამში კი 387 კგ დააფიქსირა და ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა!

აღსანიშნავია, რომ ვერცხლისმედალოსანმა, ვენესუელემა სანჩეს ვალენილამაც ორჭიდის ჯამში 387 კგ დააფიქსირა, მაგრამ მან ეს წონა უფრო ადრე შეუკვეთა და დააფიქსირა, ვიდრე პლესნოიმ, რაც უპირატესი კრიტერიუმია და ანტონსაც ამის ხარჯზე აჯობა. ვთქვათ ისიც, რომ ოქროს მედალს ყატარელი იბრაჰიმ ელბახი დაეუფლა, რომელმაც კონკურენტებს დიდი უპირატესობით აჯობა და ორჭიდის ჯამში 402 კგ დააფიქსირა.

შეგახსენებთ, საქართველოს დელეგაციის ყულაბაში ამ დროისთვის უკვე 5 მედალია - 1 ოქრო, 3 ვერცხლი და 1 ბრინჯაო. ანტონ პლესნომდე მედლები ძიუდოისტებმა მოიპოვეს: ლაშა ბექაურმა ოქრო, ვაჟა მარგველაშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა და გურამ თუშიშვილმა ვერცხლის მედლები.

ძალოსნობაში საქართველოს ტოკიოში კიდევ ერთი წარმომადგენელი ჰყავს, მთავარი იმედი ლაშა ტალახაძე, რომელიც 4 აგვისტოს იასპარეზებს.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.112466
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X