კალათბურთი

17:58 | 29.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბექა ბურჯანაძის ახალი კლუბი ცნობილია

ბექა ბურჯანაძე კარიერას „რეალ ბეტისში“ გააგრძელებს. ინფორმაცია ესპანური კლუბის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

ქართველმა მცირე ფორვარდმა ანდალუზიურ გუნდთან კონტრაქტი მომავალი სეზონის ბოლომდე გააფორმა და ამ ტრანსფერში დიდი როლი „რეალ ბეტისის“ ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა ჟოან პლაზამ ითამაშა, რომელიც ჩვენებურს „სევილიაში“ ყოფნის დროს ავარჯიშებდა.

შეგახსენებთ, ბექა ბოლოს „გრან კანარიაში“ თამაშობდა, რომელიც ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა. სხვადასხვა დროს კი „სევილიას“, „კორუნას“, „მორაბანკ ანდორასა“ და „გიპუზკოას“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111569