ფეხბურთი

0:34 | 29.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

კაშიას და კანკავას "სლოვანი" ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა, მაგრამ ევროპა ლიგაზე გადავიდა

ბრატისლავის „სლოვანი“, რომლის ღირსებას ქართველი ფეხბურთელები, გურამ კაშია და ჯაბა კანკავა იცავენ, ჩემპიონთა ლიგაზე მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოეთიშა.

ვლადიმირ ვაისის გუნდს შვეიცარიის ჩემპიონმა „იანგ ბოიზმა“ მოუგო. პირველი თამაში სლოვაკეთში უგოლოდ დასრულდა, ხოლო ბერნში მასპინძლები 3:0-ს იგებდნენ, მაგრამ სტუმრებმა მე-60 და 62-ე წუთებზე ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს. ჯაბას 2:3-ზე ანგარიშის გათანაბრებაც შეეძლო, მაგრამ ბურთი ძელს მოხვდა. საბოლოოდ, ბრატისლაველებმა მეტი ვეღარ გაახერხეს და როგორც ეს მატჩი, ისე ორი შეხვედრის ჯამში 2:3 წააგეს. გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშეს.

„სლოვანი“ ასპარეზობას ევროპა ლიგაზე გააგრძელებს, რომლის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გიბრალტარის „ლინკოლნს“ დაუპირისპირდება.

0.155636