მოულოდნელობა მოხდა ტოკიოს ოლიმპიადის ქალთა საჩოგბურთო ტურნირზე. მასპინძელთა მთავარმა იმედმა, დიდი სლემის ოთხგზის გამარჯვებულმა, 23 წლის ნაომი ოსაკამ, რომელიც მეორე ნომრად იყო განთესილი, მერვედფინალში, მსოფლიო რეიტინგის 42-ე ნომერთან, ჩეხ მარკეტა ვონდროუშოვასთან 1:6, 4:6 წააგო.
შეხვედრა 1 საათსა და 9 წუთს გაგრძელდა. იაპონელმა ერთი ეისი შეასრულა, ორი ორმაგი შეცდომა დაუშვა და მხოლოდ ერთი ბრეიქ-პოინტი გამოიყენა ხუთიდან.
ოსაკა, როელსაც ოლიმპიური ცეცხლის დათების პატივი ერგო, სენსაციურად გამოეთიშა ტურნირს.
ვონდროუშუვა მეოთხედფინალში არგენტინელ ნადია პოდოროსკას შეხვდება.