სხვა

4:15 | 27.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ამერიკელმა ლეიტენანტმა სასტენდო სროლაში მსოფლიო რეკორდით გაიმარჯვა

ამერიკის არმიის ლეიტენანტმა ამბერ ინგლიშმა ქალთა შორის სასტენდო სროლაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა და ოქროს მედალს დაეუფლა. 60-დან 56 ზუსტი სროლა შეასრულა, მათ შორის, ფინალში 30-დან 28 სამიზნე დააზიანა. მის მსგავსად, მამაკაცთა სასტენდო სროლაში, ოქროს მედალს ამერიკელი, ვინსენტ ჰენკოკი დაეუფლა.

31 წლის ინგლიშმა ერთი ზუსტი სროლის უპირატესობით, იტალიელი დიანა ბაკოზი დაამარცხა, ვინც რიოს ოლიმპიადაზე ოქრო მოიპოვა. ბრინჯაოს მედალს ჩინელი მენ ვეი დაეუფლა.

„მიხარია, რომ ყველაფერი ასე დასრულდა. ერთი მეტი დღეც კი მეტისმეტად ბევრი იქნებოდა. ბედნიერი ვარ, რომ ასპარეზობა შევძელი და გავიმარჯვე“, - განაცხადა ინგლიშმა, ვინც 2012 წელს ოლიმპიური საგზურის მოპოვება ვერ შეძლო, რიოში კი მხოლოდ სათადარიგო ადგილი მოიპოვა. ტოკიოს ოლიმპიადა კი მისთვის სადებიუტოა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122011