სხვა

2:11 | 21.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტუნისელი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ტოკიოს თამაშებს ბოიკოტს უცხადებს

ტუნისელი უსამა მელული ერთადერთი მოცურავეა, ვისაც ოლიმპიური ოქროს მედალი, აუზსა და ღია წყალში აქვს მოპოვებული. ტოკიოს თამაშები, მისთვის მეექვსე ოლიმპიადა უნდა ყოფილიყო, მაგრამ ყველასთვის მულოდნელად, ბოიკოტის ნიშნად, ის ასპარეზობას აღარ აპირებს.

მელული ამჟამად 37 წლისაა. პირველი ოლიმპიური ოქრო პეკინის 2008 წლის თამაშებზე, 1 500 მეტრზე თავისუფალ სტილში მოიპოვა. მეორედ კი ჩემპიონი ლონდონის ოლიმპიადაზე გახდა, სადაც ღია წყალში მარათონულ გაცურვაში გახდა. იქვე აუზში 1 500 მეტრზე ბრინჯაოს მედალსაც დაეუფლა. ტოკიოს საგზური ივნისში, პორტუგალიაში ასპარეზობის შემდეგ მოიპოვა.

„ერთთვიანი წვალების შემდეგ, მე შერიგების, ან გამარჯვების იმედი გადამეწურა. ამიტომ გადავწყვიტე, საერთაშორისო შეჯიბრებში მონაწილეობა დავასრულო და ტოკიოს თამაშებს ბოიკოტი გამოვუცხადო“, - განაცხადა მელულიმ, ვინც ამ ყველაფრის კონკრეტულ მიზეზს არ აკონკრეტებს. თუმცა მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შესაბამისად, მას ტუნისის ცურვის ფედერაციასთან ხანგრძლივი დავა აქვს.

მელული კარიერის დასრულებას 2020 წელს გეგმავდა, მაგრამ ოლიმპიადის გადადების გამო, წასვლა თავადაც ერთი წლით გადაიტანა.

მელულის 2007 წელს აკრძალულ პრეპარატ ადერალის გამოყენება დაუდასტურდა, რის გამოც, 18-თვიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა.

0.152377