სხვა

0:37 | 21.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

სამბო ოლიმპიური ოჯახის სრულუფლებიანი წევრი გახდა

ტოკიოში მიმდინარე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) 138-ე სესიის დელეგატებმა მხარი დაუჭირეს სამბოს სრულ აღიარებას. ეს იმას ნიშნავს, რომ სავსებით რეალურია პერსპექტივა, სამბო ზაფხულის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში ვიხილოთ. სამი წლის წინ, IOC-მა სამბოს საერთაშორისო ფედერაციას დროებითი წევრის სტატუსი მიანიჭა, ამჯერად კი თავის სრულუფლებიან წევრად მიიღო.



საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი მიესალმება IOC-ის მეტად მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, საქართველოს სამბოს ფედერაციას და ყველა თაობის სამბისტს კი ულოცავს ოლიმპიურ აღიარებას.

GEONOC.ORG.GE

0.155351