ფეხბურთი

15:56 | 19.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გუნდები დაწყვილდნენ

უეფას შტაბ-ბინაში ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. ამ ეტაპზე ძირითადად ის გუნდები იასპარეზებენ, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპს გამოეთიშებიან.

ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი „ანორთოსისი“, ხოლო ჩემპიონთა ლიგის იმავე ეტაპზე თუ ვერ გავა გურამ კაშიას და ჯაბა კანკავას „სლოვანი“, რომელსაც ვლადიმირ ვაისი წვრთნის, ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაერთვება.

წილისყრის შედეგადად გუნდები ასე დაწყვილდნენ:

ჩემპიონთა გზა

„დინამო ზაგრები“ (ხორვატია) / „ომონია“ (კვიპროსი) შორის დამარცხებული - „ლეგია“ (პოლონეთი) / „ფლორა“ (ესტონეთი) შორის დამარცხებული

„მურა“ (სლოვენია) / „ლუდოგორეცი“ (ბულგარეთი) შორის დამარცხებული - „ფერენცვაროში“ (უნგრეთი) / „ჟალგირისი“ (ლიეტუვა) შორის დამარცხებული

„კაირატი“ (ყაზახეთი) / „ცრვენა ზვეზდა“ (სერბეთი) შორის დამარცხებული - „ალაშკერტი“ (სომხეთი) / „შერიფი“ (მოლდოვა) შორის დამარცხებული

„ლონკოლნი“ (გიბრალტარი) / „კლუჟი“ (რუმინეთი) შორის დამარცხებული - „სლოვანი“ (სლოვაკეთი) / „იანგ ბოიზი“ (შვეიცარია) შორის დამარცხებული

„ოლიმპიაკოსი“ (საბერძნეთი) / „ნეფთჩი“ (აზერბაიჯანი) შორის დამარცხებული - „მალმო“ (შვედეთი) / „ჰიკ“ (ფინეთი) შორის დამარცხებული

მთავარი ბადე

„იაბლონეცი“ (ჩეხეთი) – „სელტიკი“ (შოტლანდია) / „მიდტიულანდი“ (დანია) შორის დამარცხებული

„რაპიდი“ (ავსტრია) / „სპარტა“ (ჩეხეთი) შორის დამარცხებული – „ანორთოსისი“ (კვიპროსი)

პსვ (ნიდერლანდები) / „გალათასარაი“ (თურქეთი) შორის დამარცხებული - „სენტ ჯონსტონი“ (შოტლანდია)

ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 5 და 12 აგვისტოს გაიმართება და გამარჯვებულები პლეი-ოფში გავლენ, ხოლო დამარცხებულები უეფას კონფერენს ლიგის პლეი-ოფში გადაინაცვლებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.149191