ფეხბურთი

13:27 | 17.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" დემბელესთან კონტრაქტის განახლებას მუქარით ცდილობს

კატალონიის „ბარსელონა“ უსმან დემბელესთან კონტრაქტის გახანგრძლივებას მუქარით ცდილობს. გამოცემა Sport.es- ის თანახმად, თუ დემბელე უარს იტყვის ახალ კონტრაქტზე, მაშინ მთელი შემდეგი სეზონი „ბლაუგრანას“ განაცხადს მიღმა აღმოჩნდება.

აღსანიშნავია, რომ დემბელეს კონტრაქტი „ბარსელონასთან“2022 წლის ზაფხულში იწურება. გასულ სეზონში, 24 წლის ფორვარდმა ესპანეთის ჩემპიონატში 30 თამაში ჩაატარა, რომელშიც ექვსი გოლი და სამი პასი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ფრანგი კატალონიურ გრანდში დორტმუნდის „ბორუსიიდან“ 2017 წელს 105 მილიონ ევროდ გადავიდა.

0.11052